თეირანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

თეირანის ოსთანი

თეირანის ოსთანი, ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს, ელბრუსის მთისწინეთში. ესაზღვრება ირანის ხუთი ოსთანი: ჩრდილოეთით მაზანდარანის, სამხრეთით ყუმის, ყაზვინის და მარქაზის,  აღმოსავლეთით სემნანის ოსთანები, ადმინისტრაციული ცენტრია ირანის დედაქალაქი თეირანი. თეირანის ოსთანი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოსთანია ირანში. დაყოფილია თექვსმეტ შაჰრესთანად, ესენია: ესლამშაჰრი, ბაჰარესთანი, ფაქდაშთი, ფარდისი, ფიშვა, თეირანი, დემავენდი, რობათქარიმი, რეი, შემირანათი, შაჰრიარი, ყოდსი, ყარჩაქი, ფირუზქუჰი, მალარდი და ვარამინი. ჰავა სუბტროპიკული და კონტინენტურია.

ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის დედაქალაქი თეირანია. ქალაქი მდებარეობს ელბრუსის მთების სამხრეთ მთისწინეთში, დემავენდის მთის ძირას, 1100-1300 მ. სიმაღლეზე. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო-საფინანსო და კულტურულ ცენტრს.

თეირანი დაარსდა მე-9 საუკუნეში (სხვა მონაცემებით მე-12 ს.-ში), როგორც სოფელი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის რეის მახლობლად. ირანის დედაქალაქად გამოცხადებამდე (მე-18 საუკუნის ბოლო), თეირანი უმნიშვნელო დასახლება იყო. 1722 წელს დაანგრიეს ავღანელებმა. თანამედროვე თეირანი შედგება ძველი და ახალი ქალაქისაგან. თეირანი განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

თეირანი პირველად ირანის დედაქალაქად 1786 წელს აღა მაჰმად ხანმა აირჩია, ყაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გამო – იგი ახლოს იყო კავკასიასთან რუსეთ-ირანის ომების დროს და თეირანიდან ქვეყანა უკეთ იმართებოდა. ფართომასშტაბიანი ნგრევა და რეკონსტრუქცია დაიწყო 1920-იან წლებში და თეირანი მე-20 საუკუნეში მიგრაციის ცენტრი გახდა.

თეირანის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება აზადის კოშკი, მემორიალი, რომელიც აშენდა 1971 წელს ფეჰლევიანთა დინასტიის დროს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის პერიოდში, ირანის საიმპერატორო სახელმწიფოს დაარსების 2 500-ე წლის აღსანიშნავად. თაბიათის უნიკალური ხიდი, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დასრულდა.

თეირანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სპარსულენოვანი ხალხია და მოსახლეობის დაახლოებით 99%-ს ესმის და საუბრობს სპარსულ ენაზე. 6 ოქტომბერს აღინიშნება თეირანი დღე.

თეირანში არის ცივი ნახევრად მშრალ კლიმატი, კონტინენტური კლიმატის მახასიათებლებითა და ხმელთაშუა ზღვის ნალექებით. თეირანის ჰავა მეტწილად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ვინაიდან მის ჩრდილოეთით მდებარეობს მთები და სამხრეთით უდაბნო. ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი ცივი და ნალექიანი. იმის გამო, რომ ქალაქს უჭირავს დიდი ტერიტორია, ქალაქის სხვადასხვა უბნებს შორის სიმაღლეები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩრდილოეთ მთიან უბნებში ჰავა გრილია, თეირანის სამხრეთ ნაწილთან შედარებით.

ზაფხული გრძელი, ცხელი და მშრალია, ნალექების რაოდენობაც დაბალია. საშუალო მაღალი ტემპერატურა 32-დან 37 °C -დეა. წლიური ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, ხოლო ყველაზე ცივი თვეა იანვარი.

ირანის ცენტრალური ბანკის ეროვნული საგანძური

ირანის ეროვნული საგანძური-მუზეუმი მდებარეობს ირანის ცენტრალური ბანკი შენობის საცავში. აქ თავმოყრილია საიუველირო ნაწარმი, რომელიც ირანის მმართველი სხვადასხვა დინასტიების მიერ საუკუნეების …

Read More »

ყურანის ეროვნული მუზეუმი

წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი, სპეციალიზებული მუზეუმია სადაც ინახება და გამოიფინება ხელნაწერების თუ ყურანთან დაკავშირებული ხელოვნების სხვა ნიმუშები. მუზეუმი მდებარეობს თეირანში, …

Read More »

ხალიჩების მუზეუმი

ხალიჩა სპარსული ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხალიჩის ქსოვა სპარსული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვლინებაა, რომელიც დასაბამს უძველესი დროიდან იღებს. ხალიჩების …

Read More »

მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა

მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა, არის ირანში პირველი კერძო, საქველმოქმედო მუზეუმი და ექვსი დიდი ბიბლიოთეკიდან ერთ-ერთი. მუზეუმის კოლექცია წარმოადგენს უნიკალური …

Read More »

რეზა აბასის მუზეუმი

რეზა აბასის მუზეუმი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მდიდარი სახელოვნებო ფონდის მფლობელია. დაარსდა 1977 წელს, მუზეუმში დაცულია ქესპონატები ძვ.წ. VII ათასწლეულიდან …

Read More »

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაცულია XIX-XX სს.-ის თანამედროვე ხელოვნების საინტერესო და მრავალფეროვანი საგანძური. მუზეუმი ფლობს რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან …

Read More »

თუჩალის სამთო-სათხილამური კურორტი

თუჩალის სამთო-სათხილამურო კომპლექსი მდებარეობს ელბურსის მთების სამხრეთ კალთაზე, ქალაქ თეირანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ. მანძილზე, შემირანათის შაჰრესთანში. ითვლება ირანის და აგრეთვე, …

Read More »

მილადის კოშკი

მილადის კოშკი თეირანში, მრავალფუნქციური ნაგებობაა. არის ირანის ყველაზე მაღალი შენობა, რომლის მთლიანი სიმაღლე, საძირკველიდან შპილის წვერამდე, 435 მეტრია. მილადის კოშკის …

Read More »

თაბიათის ხიდი

თაბიათის (ბუნების) ხიდი, ორსართულიანი საფეხმავლო ხიდია ქალაქ თეირანის ჩრდილოეთ ნაწილში და „თალეყანის პარკსა“ და „აბ-ო-ათაშ“ (წყლის და ცეცხლის) პარკს“ ერთმანეთთან …

Read More »

აზადის კოშკი

აზადის (თავისუფლების) კოშკი, თეირანის მთავარი სიმბოლო და ღირშესანიშნაობაა. აზადის კოშკი  ქალაქის დასავლეთ ნაწილში, აზადის (თავისულების) მოედანზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 45 …

Read More »