აზადის კოშკი

აზადის (თავისუფლების) კოშკი, თეირანის მთავარი სიმბოლო და ღირშესანიშნაობაა. აზადის კოშკი  ქალაქის დასავლეთ ნაწილში, აზადის (თავისულების) მოედანზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 45 მეტრია და მთლიანად მოპირკეთებულია ისპაჰანური თეთრი მარმარილოთი. აშენებულია 1971 წელს, ირანელი არქიტექტორის ჰოსეინ ამანათის მიერ. ირანის ისლამურ რევოლუციამდე აზადის კოშკი ცნობილი იყო სახელით „ბორჯ-ე შაჰიად“ (შაჰების ხსოვნის კოშკი). კოშკის არქიტექტურა წარმოადგენს წინაისლამური პერიოდის (აქემენიდური, სასანური) და ისლამური არქიტექტურული სტილების ელეგანტურ ერთობლიობას.

აზადის კოშკის პირველ სართულზე რამდენიმე საგამოფენო სივრცე, გალერეა, ბიბლიოთეკა და მუზეუმია განთავსებული. 1974 წლის 17 მარტს, სარეგისტრაციო ნომრით 1008, აზადის კოშკი შეტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …