ყურანის ეროვნული მუზეუმი

წმინდა ყურანის ეროვნული მუზეუმი, სპეციალიზებული მუზეუმია სადაც ინახება და გამოიფინება ხელნაწერების თუ ყურანთან დაკავშირებული ხელოვნების სხვა ნიმუშები. მუზეუმი მდებარეობს თეირანში, იმამ ხომეინის და  ვალი-ასრის პროსპექტების გადაკვეთაზე. ყურანის ეროვნული მუზეუმის შენობა ორ პერიოდში, 1979 წლის რევოლუციამდე, მის შემდეგ აშენდა. პირველ ეტაპზე მშენებლობა დედოფალ ფარაჰ დიბას მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობდა და  შენობაში კულტურის ცენტრის ფუნქციონირება იგეგმებოდა. მშენებლობის გაგრძელებას ხელი შეუშალა ირანის რევოლუციამ. 1994 წელს, თითქმის 16 წლიანი პაუზის შემდეგ, მაშინდელი ვიცეპრეზიდენტის, ჰასან ჰაბიბის  მითითებით, კვალავ განახლდა მშენებლობა. დასრულების შემდეგ, შენობა გადაეცა ირანის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციას გადაეცა.

მუზეუმის შენობა სამ სართულიანია. მუზეუმის პირველ და მეორე სართულების საექსპოზიციო სივრცეები ეძღვნება წმინდა ყურანის ხელნაწერების, ლოცვის წიგნების და სხვა თემატური ნივთების გამოფენას. თითოეულ სართულზე არის ღია გალერეები, სადაც წარმოდგენილია თანამედროვე მხატვრობის, კალიგრაფიული და სხვა ნამუშევრები, აგრეთვე  გამოიყენება დროებითი გამოფენების მოსაწყობად.

 

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …