თეირანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

თეირანის ოსთანი

თეირანის ოსთანი, ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს, ელბრუსის მთისწინეთში. ესაზღვრება ირანის ხუთი ოსთანი: ჩრდილოეთით მაზანდარანის, სამხრეთით ყუმის, ყაზვინის და მარქაზის,  აღმოსავლეთით სემნანის ოსთანები, ადმინისტრაციული ცენტრია ირანის დედაქალაქი თეირანი. თეირანის ოსთანი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოსთანია ირანში. დაყოფილია თექვსმეტ შაჰრესთანად, ესენია: ესლამშაჰრი, ბაჰარესთანი, ფაქდაშთი, ფარდისი, ფიშვა, თეირანი, დემავენდი, რობათქარიმი, რეი, შემირანათი, შაჰრიარი, ყოდსი, ყარჩაქი, ფირუზქუჰი, მალარდი და ვარამინი. ჰავა სუბტროპიკული და კონტინენტურია.

ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის დედაქალაქი თეირანია. ქალაქი მდებარეობს ელბრუსის მთების სამხრეთ მთისწინეთში, დემავენდის მთის ძირას, 1100-1300 მ. სიმაღლეზე. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო-საფინანსო და კულტურულ ცენტრს.

თეირანი დაარსდა მე-9 საუკუნეში (სხვა მონაცემებით მე-12 ს.-ში), როგორც სოფელი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის რეის მახლობლად. ირანის დედაქალაქად გამოცხადებამდე (მე-18 საუკუნის ბოლო), თეირანი უმნიშვნელო დასახლება იყო. 1722 წელს დაანგრიეს ავღანელებმა. თანამედროვე თეირანი შედგება ძველი და ახალი ქალაქისაგან. თეირანი განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

თეირანი პირველად ირანის დედაქალაქად 1786 წელს აღა მაჰმად ხანმა აირჩია, ყაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გამო – იგი ახლოს იყო კავკასიასთან რუსეთ-ირანის ომების დროს და თეირანიდან ქვეყანა უკეთ იმართებოდა. ფართომასშტაბიანი ნგრევა და რეკონსტრუქცია დაიწყო 1920-იან წლებში და თეირანი მე-20 საუკუნეში მიგრაციის ცენტრი გახდა.

თეირანის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება აზადის კოშკი, მემორიალი, რომელიც აშენდა 1971 წელს ფეჰლევიანთა დინასტიის დროს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის პერიოდში, ირანის საიმპერატორო სახელმწიფოს დაარსების 2 500-ე წლის აღსანიშნავად. თაბიათის უნიკალური ხიდი, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დასრულდა.

თეირანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სპარსულენოვანი ხალხია და მოსახლეობის დაახლოებით 99%-ს ესმის და საუბრობს სპარსულ ენაზე. 6 ოქტომბერს აღინიშნება თეირანი დღე.

თეირანში არის ცივი ნახევრად მშრალ კლიმატი, კონტინენტური კლიმატის მახასიათებლებითა და ხმელთაშუა ზღვის ნალექებით. თეირანის ჰავა მეტწილად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ვინაიდან მის ჩრდილოეთით მდებარეობს მთები და სამხრეთით უდაბნო. ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი ცივი და ნალექიანი. იმის გამო, რომ ქალაქს უჭირავს დიდი ტერიტორია, ქალაქის სხვადასხვა უბნებს შორის სიმაღლეები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩრდილოეთ მთიან უბნებში ჰავა გრილია, თეირანის სამხრეთ ნაწილთან შედარებით.

ზაფხული გრძელი, ცხელი და მშრალია, ნალექების რაოდენობაც დაბალია. საშუალო მაღალი ტემპერატურა 32-დან 37 °C -დეა. წლიური ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, ხოლო ყველაზე ცივი თვეა იანვარი.

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – ავტომობილების მუზეუმი

ამ მუზეუმში ექსპონირებული ფეჰლევების სამეფო ოჯახის ავტომობილები. კოლექციაში მოიცავს მსოფლიოში ცნობილ და წამყვან ატომწარმოებელი კოპანიების ავომობილების საინტერესო და რარიტეტულ მოდელებს. …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – ნატიფი ხელოვნების მუზეუმი

ნატიფი ხელოვნების მუზეუმის შენობა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ნაგებობაა, საადაბადის სამუზეუმო კომპლექსის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს; ამ შენობაში მუზეუმი 1983 წლიდან …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – კლარა აბქარის მინიატურების მუზეუმი

კლარა აბარის მინიატურების მუზეუმი საად აბადის კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ეს შენობა მუჰამედ რეზა ფეჰლევის უმცროსი ქალიშვილის, ლეილა ფეჰლევის საზაფხულო …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – ჰოსეინ ბეჰზადის მუზეუმი

ჰოსეინ ბეჰზადის მუზეუმის შენობა ყაჯართა  ეპოქის დასასრულს აშენდა. თავდაპირველად იყო რეზა შაჰის რეზიდენცია და ოფისი. მოგვიანებით, მოჰამედ რეზა ფაჰლავის ვაჟის, …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – ფარშჩიანის მუზეუმი

შენობა, სადაც დღეს ფარშჩიანის მუზეუმი ფუნქციონირებს, აგებულია ყაჯარების პერიოდში და მდებარეობს საადაბადის კომპლექსის ცენტრალურ ნაწილში. ეს შენობა ერთ დროს ასევე …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – მირ ემადის კალიგრაფიის მუზეუმი

მუზეუმი მდებარეობს საადაბადის კომპლექსის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში. ორ სართულიანი შენობა გვიანდელი ყაჯარული და ადრინდელი ფეჰლევიანური არქიტექტურის ნიმუშია.  1997 წლიდან სასახლის …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – სასახლე-მუზეუმი „მელათი“

სასახლე-მუზეუმი მელათი, ეგრეთწოდებული „თეთრი სასახლე“, კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა. საზეიმო და ოფიციალური ცერემონიების გარდა, სასახლე გამოიყენებოდა მუჰამედ რეზა შაჰ …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – ბაჰმანის სასახლე

საადაბადის კომპლექსის მომხიბლავ სასახლეებს შორის, შედარებით პატარა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თვალწარმტაცი, ბაჰმანის სასახლეა. სასახლე გვიან ყაჯარულ პერიოდშია აგებული, …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – სამეფო სამოსის მუზეუმი

შენობა, სადაც დღეს სამეფო სამოსის მუზეუმია, ეკუთვნოდა შამს ფაჰლავის, რეზა შაჰის ქალიშვილს. ეს არის ირანული და ევროპული არქიტექტურის სტილების ნაზავი. …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომლპექსი – მწვანე სასახლე

შაჰვანდის სასახლე, ცნობილი სახელით მწვანე სასახლე, სადაბადის კულტურულ-ისტორიული კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთით, შემაღლებულ ადგილზეა აშენებული. მწვანე სასახლის ძველი შენობა, კერძო მფლობელობაში იყო, …

Read More »