ხალიჩების მუზეუმი

ხალიჩა სპარსული ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ხალიჩის ქსოვა სპარსული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვლინებაა, რომელიც დასაბამს უძველესი დროიდან იღებს. ხალიჩების მუზეუმი 1978 წელს დაარსდა და თეირანში, ლალეს პარკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მუზეუმში დაცულია ხალიჩების უნიკალური კოლექცია IX საუკუნიდან ვიდრე დღემდე. ამდენად, ამ სფეროს მკვლევართათვის და ხელოვნების მოყვარულათათვის, საინტერესო და მდიდარ მასალას ინახავს. მუზეუმის პირველ სართულზე გამოფენილია მუდმივმოქმედი ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილია 135 ნიმუში ყველაზე ცნობილი ირანული ხალიჩის სახელოსნოებიდან: ქაშანიდან, ქერმანიდან, ისპაჰანიდან, თავრიზიდან, ხორასანიდან, ირანის ქურთისტანიდან და სხვა რეგიონებიდან.

მუზეუმის მეორე სართული განკუთვნილია გამოფენებისა და პრეზენტაციებისათვის. გარდა ამისა, მუზეუმს აქვს ბიბლიოთეკა, სადაც დაახლოებით 3,500 წიგნია სპარსულ, არაბულ, ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ ენებზე,  აღმოსავლური, კერძოდ ირანული ხალიჩების ისტორიის, ირანული ხელოვნების და ლიტერატურის თემატიკაზე.აქვე არის სპეციალურად აღჭურვილი დარბაზი, სადაც  მუზეუმის სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ ნახონ ფილმები და სლაიდები ირანული ხალიჩის ისტორიის შესახებ.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 9სთ-დან 18სთ-მდე, ორშაბათის გარდა. მისამართი: თეირანი, ენყელაბის მოედანი, ქარგარ-ე შომალის და დოქტორ ფათემის პროსპექტების კვეთაზე.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …