თეირანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

თეირანის ოსთანი

თეირანის ოსთანი, ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეს, ელბრუსის მთისწინეთში. ესაზღვრება ირანის ხუთი ოსთანი: ჩრდილოეთით მაზანდარანის, სამხრეთით ყუმის, ყაზვინის და მარქაზის,  აღმოსავლეთით სემნანის ოსთანები, ადმინისტრაციული ცენტრია ირანის დედაქალაქი თეირანი. თეირანის ოსთანი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ოსთანია ირანში. დაყოფილია თექვსმეტ შაჰრესთანად, ესენია: ესლამშაჰრი, ბაჰარესთანი, ფაქდაშთი, ფარდისი, ფიშვა, თეირანი, დემავენდი, რობათქარიმი, რეი, შემირანათი, შაჰრიარი, ყოდსი, ყარჩაქი, ფირუზქუჰი, მალარდი და ვარამინი. ჰავა სუბტროპიკული და კონტინენტურია.

ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრი, ქვეყნის დედაქალაქი თეირანია. ქალაქი მდებარეობს ელბრუსის მთების სამხრეთ მთისწინეთში, დემავენდის მთის ძირას, 1100-1300 მ. სიმაღლეზე. წარმოადგენს ქვეყნის მთავარ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო-საფინანსო და კულტურულ ცენტრს.

თეირანი დაარსდა მე-9 საუკუნეში (სხვა მონაცემებით მე-12 ს.-ში), როგორც სოფელი ირანის ერთ-ერთი უძველესი ქალაქის რეის მახლობლად. ირანის დედაქალაქად გამოცხადებამდე (მე-18 საუკუნის ბოლო), თეირანი უმნიშვნელო დასახლება იყო. 1722 წელს დაანგრიეს ავღანელებმა. თანამედროვე თეირანი შედგება ძველი და ახალი ქალაქისაგან. თეირანი განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებოდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

თეირანი პირველად ირანის დედაქალაქად 1786 წელს აღა მაჰმად ხანმა აირჩია, ყაჯარების დინასტიის მმართველობის დროს, მისი ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა გამო – იგი ახლოს იყო კავკასიასთან რუსეთ-ირანის ომების დროს და თეირანიდან ქვეყანა უკეთ იმართებოდა. ფართომასშტაბიანი ნგრევა და რეკონსტრუქცია დაიწყო 1920-იან წლებში და თეირანი მე-20 საუკუნეში მიგრაციის ცენტრი გახდა.

თეირანის ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობებს მიეკუთვნება აზადის კოშკი, მემორიალი, რომელიც აშენდა 1971 წელს ფეჰლევიანთა დინასტიის დროს, მოჰამედ რეზა ფეჰლევის მმართველობის პერიოდში, ირანის საიმპერატორო სახელმწიფოს დაარსების 2 500-ე წლის აღსანიშნავად. თაბიათის უნიკალური ხიდი, რომლის მშენებლობაც 2014 წელს დასრულდა.

თეირანის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი სპარსულენოვანი ხალხია და მოსახლეობის დაახლოებით 99%-ს ესმის და საუბრობს სპარსულ ენაზე. 6 ოქტომბერს აღინიშნება თეირანი დღე.

თეირანში არის ცივი ნახევრად მშრალ კლიმატი, კონტინენტური კლიმატის მახასიათებლებითა და ხმელთაშუა ზღვის ნალექებით. თეირანის ჰავა მეტწილად განისაზღვრება მისი გეოგრაფიული მდებარეობით, ვინაიდან მის ჩრდილოეთით მდებარეობს მთები და სამხრეთით უდაბნო. ზაფხული ცხელი და მშრალია, ხოლო ზამთარი ცივი და ნალექიანი. იმის გამო, რომ ქალაქს უჭირავს დიდი ტერიტორია, ქალაქის სხვადასხვა უბნებს შორის სიმაღლეები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ჩრდილოეთ მთიან უბნებში ჰავა გრილია, თეირანის სამხრეთ ნაწილთან შედარებით.

ზაფხული გრძელი, ცხელი და მშრალია, ნალექების რაოდენობაც დაბალია. საშუალო მაღალი ტემპერატურა 32-დან 37 °C -დეა. წლიური ნალექების უმეტესი ნაწილი მოდის გვიანი შემოდგომიდან გაზაფხულის შუა რიცხვებამდე. ყველაზე ცხელი თვეა ივლისი, ხოლო ყველაზე ცივი თვეა იანვარი.

თანგე ვაში

თეირანის ოსთანში, ქალაქ ფირუზქუჰიდან 17 კილომეტრის დაშორებით, ელბრუსის მთათა სისტემაში, ულამაზესი ვიწრო უღელტეხილია, რომელიც ცნობილია სახელით თანგე ვაში ან თანგე …

Read More »

პროსპექტი სი-ე თირ

სი-ე თირის პროსპექტი, ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ისტორიული პროსპექტია თეირანში, იმამ ხომეინის პროსპექტის სამხრეთიდან და ჩრდილოეთით ჯომჰურის და მირზა ქუჩექხანის პროსპექტების …

Read More »

ოსმალური სასახლე და „ფოლ-ე რუმი“

მეცხრამეტე საუკუნეში, თეირანში ოსმალეთის იმპერიის ერთ-ერთმა ელჩმა ააშენა ულამაზესი შენობა, რომელიც ოსმალური სასახლის სახელით გახდა ცნობილი. ეს ნაგებობა მდებარეობს შარიათის …

Read More »

დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი

დეკორატიული ხელოვნების მუზეუმი, თეირანის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობათაგანია. ეს მუზეუმი 1959 წელს აშენდა, მუზეუმის ფონდში დაცული ექსპონატების უმეტესობა, ძირითადად XVI-XIX სს. განეკუთვნება. …

Read More »

ჩეშმე-იე ალი

ჩეშმე-იე ალი, სიტყვასიტყვით ალის წყარო, ისტორიული ადგილია  ქალაქ რეიში, თანამედროვე თეირანის სამხრეთ გარეუბანში. ამ წყაროს უძველესი სახელწოდებაა “სურინი”, რაც სავარაუდოდ …

Read More »

ყაზალის კინოსტუდია

ირანის კინოსტუდია (ყოფილი ყაზალის კინოსტუდია), ეს არის ქალაქ თეირანის დასავლეთით მდებარე ვრცელი ტერიტორია, განკუთვნილი ირანულ ფილმებისა და სატელევიზიო სერიალების გადაღებებისათვის …

Read More »

კაშხალი და წყალსაცავი „ლათიანი“

თეირანიდან 25 კილომეტრში, პატარა ქალაქ ლავასანის სამხრეთით, მდინარე ჯაჯრუდზე აშენებულია ბეტონის კაშხალი, რომელიც ლათიანის კაშხლის სახელით არის ცნობილი. ლათიანის კაშხალს …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – წყლის მუზეუმი

შენობა, სადაც ამჟამად წყლის მუზეუმია, ორი ნაგებობისგან შედგება, პირველი, მთავარი ნაგებობა ყაჯარების სამეფი დინასტიის მმართველობისას აშენდა, მეორე ნაწილი კი, მუჰამედ …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – სამეფო ალბომებისა და ისტორიული დოკუმენტების მუზეუმი

ისტორიული დოკუმენტების მუზეუმი, დროებითი ცენტრის სახით შეიქმნა 2012 წლის მარტში და  ვიზიტორთა დიდი ინტერესით სარგებლობს. აქ წარმოდგენილია  თანამედროვე ისტორიის, ძირითადა …

Read More »

საადაბადის ისტორიულ-კულტურული კომპლექსი – მსოფლიო ხალხთა ხელოვნების მუზეუმი

1967-1971 წლებში, დედოფალ ფარაჰის ბრძანებით, საადაბადის კომპლექსის თეთრი სასახლის სარდაფი გადაკეთდა ხელოვნების სპეციალიზებულ მუზეუმად. 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, 1992 …

Read More »