რეზა აბასის მუზეუმი

რეზა აბასის მუზეუმი, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მდიდარი სახელოვნებო ფონდის მფლობელია. დაარსდა 1977 წელს, მუზეუმში დაცულია ქესპონატები ძვ.წ. VII ათასწლეულიდან ვიდრე XX საუკუნის ადრიან წლებამდე. სახელი ეწოდა სეფიანთა ეპოქის, ირანელი მინიატურების მხატვრის,  ისპაჰანის სამინიატურო სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის, რეზა აბასის საპატივცემულოდ. მუზეუმის საექსპოზიციო სივრცე სამი დარბაზისაგან შედგება: პრე-ისლამური პერიოდის ხელოვნების დარბაზი, ისლამური ხელოვნების დარბაზი და ფერწერული და კალიგრაფიული ნიმუშების დარბაზი.

მუზეუმში დაცული კოლექციები ძალიან მრავალფეროვანია, ექსპონატები ქრონოლოგიურად არის განთავსებული და თვალნათლივ წარმოაჩენს ირანული ხელოვნების, ცივილიზაციისა და კულტურის განვითარების საინტერესო გზას. მუზეუმი ინახავს უნიკალურ მასალას, პრეისლამური და შუასაუკუნეების მდიდარ კოლექციებს.

რეზა აბასის მუზეუმი 1977 წელს გაიხსნა დედოფალ ფარაჰ დიბას უშუალო ხელმძღვანელობით. მას შემდეგ, სხვადასხვა მიზეზით, მუზეუმი რამდენჯერმე დაიკეტა და გაიხსნა, 2000 წლის 4 თებერვალს, რეზა აბასის მუზეუმი, რესტავრირებული საექსპოზიციო სივრცეებით, საბოლოოდ გაიხსნა დამთვარიელებლისათვის.

მუზეუმი ღიაა დამთვალიერებლისათვის ყოველდღე 9სთ-დან 17სთ-მე, ორშაბათის გარდა. მისამართი: თეირანი, შარიათის პროსპექტი №972, არმისული სეიედ-ხანდანის ხიდთან.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …