თუჩალის სამთო-სათხილამური კურორტი

თუჩალის სამთო-სათხილამურო კომპლექსი მდებარეობს ელბურსის მთების სამხრეთ კალთაზე, ქალაქ თეირანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ. მანძილზე, შემირანათის შაჰრესთანში. ითვლება ირანის და აგრეთვე, მსოლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ სამთო-სათხილამურო კურორტად. კურორტის მშენებლობა XX საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო.  კურორტს აქვს სამი სათხილამურო ტრასა. ფუნქციონირებს სამი გონდოლებიანი და სამი სავარძლიანი ტიპის და ერთი ბუგელური ტიპის საწეველა. ზედა ტრასა თუჩალის მთის ფერდობზე, იწყება ზღვის დონიდან 3850 მ. სიმაღლეზე. იმის გათვალისწინებით, თუ რა სიმაღლეზე მდებარეობს ეს სათხილამური კურორტი, ის სწრაფად იფარება თოვლით და სათხილამურო სეზონი, აქ  წელიწადში 8 თვეზე მეტი ხნას გრძელდება.

თუჩალის სამთო-სათხილამურო კურორტი, ითვლება ირანის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილ სპორტულ კომპლექსად. მის ტერიტორიაზე მოწყობილია ჩოგბურთის, მშვილდოსნობის, ბანჯ-ჯამპინგის, სკეიტბორდისა და პეინტბოლის კლუბები.

 

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …