მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა

მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა, არის ირანში პირველი კერძო, საქველმოქმედო მუზეუმი და ექვსი დიდი ბიბლიოთეკიდან ერთ-ერთი. მუზეუმის კოლექცია წარმოადგენს უნიკალური ხელნაწერების, ნაბეჭდი წიგნების და ისტორიული დოკუმენტების მდიდარ საგანძურს. მუზეუმ-ბიბლიოთეკა მდებარეობს მელი ბაღის მიმდებარედ, ქალაქის ისტორიულ უბანში, რომელიც თეირანის კულტურულ და ისტორიულ ცენტრად ითვლება.

მალექის ეროვნული მუზეუმი და ბიბლიოთეკა წარმოადგენს ძველი ხელნაწერების და ისტორიული დოკუმენტების ერთ-ერთი უდიდეს ბიბლიოთეკას ირანში, რომელიც 1936 წელს, ჰაჯ ჰუსეინ აღა მალექის, იმ დროს ირანის ყველაზე მდიდარი ადამიანის მიერ დაარსდა. მუზეუმ-ბიბლიოთეკის დრევანდელი შენობა, ტრადიციულ სპარსულ არქიტექტურულ სტილშია აგებული. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ყველაზე გულუხვი სპონსორია ეზათ მალექ მალექი, ჰუსეინ აღა მალექის უფროსი ქალიშვილი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მუზეუმის განვითარებაში.

გარდა რარიტეტული წიგნებისა და დოკუმენტებისა, ამ ბიბლიოთეკაში ინახება 19 ათასი იშვიათი ხელნაწერი. მალექის ეროვნულ მუზეუმსა და ბიბლიოთეკაში ასევე დაცულია ხელოვნების ნიმუშების ძვირფასი ექსპონატები, რომლებიც თარიღდებიან ძვ.წ. I ათასწლეულიდან, ვიდრე დღემდე. სამუზეუმო ფონდი მოიცავს შვიდ კოლექციას:

  1. მონეტების კოლექცია, რომელშიც დაცულია 3000 ირანული მონეტაა ძვ.წ. მეექვსე საუკუნიდან, ვიდრე ფეჰლევიანთა ეპოქამდე, ასევე ბერძნული, ბიზანტიური, ოსმალური მონეტები.
  2. ხელოვნების ნიმუშების კოლექციაში შედის ირანელი მხატვრების ტილოები, როგორებიც არიან ქამალ ოლ-მოლქი, ლოთფალი სურათგარი, ჰადი თაჯვიდიდა სხვა, აგრეთვე ზოგიერთი ევროპელი მხატვარის ნამუშევრები.
  3. ლაქირებული ხის ხელოვნების კოლექცია, მოიცავს მოხატულ და ლაკირებულ საკალმეებს , წიგნის ყდებს, სარკის ხის ჩარჩოებს და სხვა. ამ კოლექციის ზოგიერთი ექსპონატის სიძველე, სამ ასეულ წელს აღწევს.
  4. საფოსტო მარკების მდიდარი კოლექცია
  5. ხალიჩების კოლექცია – საუკეთესო ირანელი ხალიჩის მქსოველების 34 ხელით ნაქსოვი უნიკალური ხალიჩა.
  6. ეზათ მალექ მალექის კერძო კოლექცია, რომელიც 1996 წელს მუზეუმს საჩუქრად გადაეცა.
  7. კალიგრაფიული ნამუშევრების კოლექცია, რომლშიც დაცულია ცნობილი კალიგრაფების, მათ შორის იაყუთ მუსთასიმის, ალირეზა აბასი თავრიზელის, მირემად ჰასანის, მირზა ოლამრეზა იპაჰანელის და სხვათა კალიგრაფიული ნამუშევრები.

ბიბლიოთეკაში დაცულია 19 ათასი უნიკალური ხელნაწერი დოკუმენტი, 70 ათასზე მეტი ნაბეჭდი წიგნი, 3400 ლითოგრაფიული გამოცემა, 548 დასახელების პერიოდული გამოცემა 4 ათას ტომად.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე 830 სთ-დან 1615სთ-მდე, პარასკევის გარდა. მისამართი: თეირანი, იმამ ხომეინის მოედანი, მელალ მოთაჰედის ქუჩა (მელი პარკის შესასვლელთან).

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …