თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

თეირანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში დაცულია XIX-XX სს.-ის თანამედროვე ხელოვნების საინტერესო და მრავალფეროვანი საგანძური. მუზეუმი ფლობს რაოდენობრივად და ხარისხობრივად საკმაოდ მნიშვნელოვან ფონდსაცავს. თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის მდიდარ სამუზეუმო კოლექციებში დაცული ექსპონატები აერთიანებს ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობებს, მათ შორის ექსპრესიონიზმს, აბსტრაქციონიზმს, პოპ-არტს, მინიმალიზმს, კონცეპტუალიზმს, ფოტორეალიზმს და სხვ.  მუზეუმის მუდმივ კოლექციაში თავმოყრილი ირანისა და მსოფლიოს ვიზუალური ხელოვნების 4000-ზე მეტი ღირებული ექსპონატი, აქედან 400-ს გამორჩეული მნიშვნელობის. სამუზეუმო  ფონდი, ექსპერტების მიერ, დაახლოებით ორნახევარ მილიარდ ფუნტ სტერლინგად არის შეფასებული. მუზეუმი მუდმივმოქმედი ექსპოზიციების გარდა, ასევე მასპიმნძლობს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ გამოფენებს. მუზეუმში დაცული ნამუშევრების უმეტესი ნაწილი შეძენილია 1970-იან წლებში, დედოფალ ფარაჰ ფაჰლავის პატრონაჟით. თეირანის თანამედროვ ხელოვნების მუზეუმის შენობის პროექტი ეკუთვნის ირანელ არქიტექტორ ქამრან დიბას, რომელმაც შენობის ელემენტებში ტრადიციული სპარსული არქიტექტურული სტილი გამოიყენა. მუზეუმი ფართო საზოგადოებისთვის 1977 წელს გაიხსნა, მდებარეობს თეირანის ცენტრალურ უბანში, ლალეს პარკთან.

მუზეუმში ინახება XIX-XX სს.-ების ევროპელ მხატვართა მნიშვნელოვანი კოლექცია, მათ შორის აღსანიშნავია კლოდ მონეს, კამილ პისაროს, ვან გოგის, ანდრე დერენის, პაბლო პიკასოს, ფრენსის ბეკონის, რენე მაგრიტის, დიეგო რივერას, ჯასპერ ჯონსის, ენდი უორჰოლის, ჟოან მიროს, ადოლფ გოთლიბის, ჟორჟ ბრაკის, ედგარ დეგას, მარი კასატის, მარსელ დუშამისა და სხვათა ნამუშევრები. ასევე დაცული თანამედროვე ირანული ხელოვნების ძალზე მნიშვნელოვანიი კოლექცია, მათშორის ჰოსეინ ზენდერუდის, სადეყ თავრიზის, სოჰრაბ სეფეჰრის, აიდინ აყდაშლუს, მოჰამედ ეჰსაის, ლეილი მათინ დაფთარის,  ფარამარზ ფილარამის, მარკოს გრიგორიანის ნამუშევრები.

თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში აქვს 9 საექსპოზიციო სივრცეა, რომელთაგან სამში მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია მოქმედებს, ხოლო დანარჩენი ექვსი დროებით ექსპოზიციებს მასპინძლობს. მუზეუმის გარე სივცეში, ეგრეთ წოდებული ქანდაკებების ბაღია, სადაც არაერთი საინტერესო ექსპონატის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის მარქს ერნსტის, ფარვიზ თანავოლის, ალბერტო ჯაკომეტის, ჰენრი მურის, რენე მაგრიტის, მაქს ბილისა და სხვათა სკულპტურულ ნამუშევრები.

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, შაბათის გარდა, 10 სთ-დან 19 სთ-მდე, პარასკევ დღეს 15 სთ-დან 19 სთ-მდე. მისამართი: თეირანი, ქარგარ-ე შომალის პროსპექტი, ლალეს პარკის გვერდით.

Next Prev
Next Prev

Check Also

მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმი

ყაჯარული პერიოდს შენობა, სადაც დღეს მინისა და კერამიკული ჭურჭლის მუზეუმია განთავსებული, XXს-ის 10-ან წლებში  აშენდა …