გილანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

გილანის ოსთანი

გილანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, აქვს საკმაოდ ვრცელი გასასვლელი კასპიის ზღვაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით არდებილის ოსთანი, სამხრეთიღ ზენჯანისა და ყაზვინის ოსთანები და დასავლეთით მაზანდარანის ოსთანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რაშთი, რომელიც ოსთანის და მთიანად ქვეყნის მსხვილ სავაჭრო კერაა, რაც განპირობებულია პორტ ენზელისთან სიახლოვით, რეგიონში განვითარებული სოფლის მეურნეობის, კასპიის ზღვის აუზის და კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან აქტიური ვაჭრობით. გილანის ოსთანში განვითარებული სოფლის მეურნეობაა, მოჰყავთ  ბრინჯი, ბამბა, აწარმოებენ აბრეშუმს, არაქისს, სამრეწველო პროდუქტებისგან – ქსოვილები, მინა. ისტორიულად, რაშთი იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სავაჭრო ქალაქი, რომელიც აკავშირებდა ირანს რუსეთთან და დანარჩენ ევროპასთან და ამის გამო ცნობილი იყო როგორც “ევროპის კარიბჭე”. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ მისი აღმავლობა  სეფიანთა ეპოქას უკავშირდება, რა დროსაც რაშთი იყო აბრეშუმის ქსოვილის და სხვა სახის ტექსტილის წარმოების ცენტრი და დიდი სავაჭრო კვანძი.

გილანის ოსთანი დაყოფილია 17 შაჰრესთანად, ესენია: რაშთი, თალეში, ლაჰიჯანი, რუდსარი, ლანგერუდი, ბადნარ ენზელი, სუმესარა, ასთანეიე აშრაფიე, რუდბარი, ფუმენი, ასტარა, რეზვანშაჰი, შაფტი, ხომამი, მასულე, სიაჰქოლი და ამლაში.  გილანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე პროვინციაა და მისი პოპულარობის დიდი ნაწილი განპირობებულია უნიკალური კლიმატით. რაშთში ზომიერი და ნახევრად ხმელთაშუაზღვიური კლიმატია, ცხელი ზაფხულით და ნალექიანი, ცივი ზამთრით. ნალექების რაოდენობით რაშთი პირველ ადგილს იკავებს ირანში და ცნობილია როგორც წვიმების ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ გილანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა, ეთნიკური და დიალექტური თვალსაზრისით ძალზე მრავალფეროვანია.  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები რაშთსა და გილანის სხვა რაიონებში მშვიდობიანად თანაარსებობენ და ქმნიან საერთო მდიდარ კულტურას.  რაშთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანის ისტორიაში. ეს იყო ირანის კარი რუსეთსა და ევროპაში, რაც თვალსაჩინოდ აისახა ქალაქის არქიტექტურაზე. აქ აშენდა ირანის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა და იყო პირველი ქალაქი ირანში, სადაც გოგონებს სკოლაში სიარულის ნება დართეს. მისი პოპულარობის დიდი ნაწილი განპირობებულია უნიკალური კლიმატით. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ მისი აღმავლობა  სეფიანთა ეპოქას უკავშირდება.

სუბატანის იალაღი

სუბატანის იალაღი, რომელიც ხალხში “სამოთხედ“ იწოდება, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, გილანის ოსთანში, თალიშის რაიონშია. ეს თვალწარმტაცი ადგილი მართლაც სამოთხეა ლაშქრობისა და თავგადასავლების …

Read More »

რაშთი

ქალაქი რაშთი გილანის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქის მოსახლეობა, 2016 წლის მონაცემების მიხედვით,  680 ათას კაცს შეადგენს. მდებარეობს კასპიის ზღვის სამხრეთით …

Read More »

მერიის მოედანი რაშთში

რაშთის მუნიციპალიტეტის შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, დაახლოებით 1900 წელსაა აშენებული. ეს არის რაშთის ყველაზე ცნობადი ღირსშესანიშნაობა, თავისი განსაკუთრებული კოლონიალური …

Read More »

ქოლაჰფარანგი

ქალაქ რაშთის ცენტრალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მუჰთაშამის ბაღი, წამოადგენს ქალაქის უძველეს ბაღს. პარკი მდებარეობს ჰაფეზის ქუჩაზე, მდინარე გოჰარის ნაპირზე …

Read More »

ირანის ჩაის მუზეუმი

ირანის ჩაის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰიჯანში. მუზეუმი, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს,  აშენებულია ჩაის პლანტაციების მიმდებარე პატარა გორაზე; …

Read More »

სოფლის მემკვიდრეობის მუზეუმი

გილანის სოფლის მემკვიდრეობის მუზეუმი რაშთის ტყეპარკოვან ზონაში მდებარეობს და გაშენებულია 260 ჰა. ფართობის მიწის ნაკვეთზე, სარავანის ტყე-პარკში. მუზეუმი წარმოადგენს პირველ …

Read More »

ლაჰიჯანის საკებულო მეჩეთი

ლაჰიჯანის საკრებულო მეჩეთი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰინჯანში. ისტორიულ-რელიგიური ნაგებობა XI საუკუნით თარიღდება და აგებულია უძველესი ზოროასტრული ტაძრის ადგილას. მეჩეთის …

Read More »

მოჰამედ მოინის მავზოლეუმი

ცნობილ ირანელი მეცნიერის, ლექსიკოგრაფის, ლიტერატურათმცოდნის, ტექსტოლოგის, სპარსული ენის ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორის მოჰამედ მოინის (1918-1971) საფლავი,  გილანის ოსთანში, ქალაქ ასთანე-აშრაფიეში მდებარეობს. …

Read More »

მირზა ქუჩექ-ხანის სახლ-მუზეუმი და მავზოლეუმი

ირანის ისტორიაში ერთ-ერთი პირველი რევოლუციონერის, ჯენგელიელთა პარტიზანული მოძრაობის (“ტყის მოძრაობა”) დამფუძნებელის და ლიდერის, 1910-იანი და 1920-იანი წლების მიჯნაზე სპარსეთის ცენტრალური …

Read More »

მასულე

  ისტორიული სოფელი მასულე, თავისი მაღალი ნისლიანი მთებით, ტყეებით, მდინარეებით, მღვიმეებით, ჩანჩქერებით, ანკარა წყაროებით და თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ჩრდილოეთ ირანის ერთ-ერთი …

Read More »