გილანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

გილანის ოსთანი

გილანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, აქვს საკმაოდ ვრცელი გასასვლელი კასპიის ზღვაზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა, დასავლეთით არდებილის ოსთანი, სამხრეთიღ ზენჯანისა და ყაზვინის ოსთანები და დასავლეთით მაზანდარანის ოსთანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი რაშთი, რომელიც ოსთანის და მთიანად ქვეყნის მსხვილ სავაჭრო კერაა, რაც განპირობებულია პორტ ენზელისთან სიახლოვით, რეგიონში განვითარებული სოფლის მეურნეობის, კასპიის ზღვის აუზის და კავკასიის რეგიონის ქვეყნებთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან აქტიური ვაჭრობით. გილანის ოსთანში განვითარებული სოფლის მეურნეობაა, მოჰყავთ  ბრინჯი, ბამბა, აწარმოებენ აბრეშუმს, არაქისს, სამრეწველო პროდუქტებისგან – ქსოვილები, მინა. ისტორიულად, რაშთი იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სავაჭრო ქალაქი, რომელიც აკავშირებდა ირანს რუსეთთან და დანარჩენ ევროპასთან და ამის გამო ცნობილი იყო როგორც “ევროპის კარიბჭე”. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ მისი აღმავლობა  სეფიანთა ეპოქას უკავშირდება, რა დროსაც რაშთი იყო აბრეშუმის ქსოვილის და სხვა სახის ტექსტილის წარმოების ცენტრი და დიდი სავაჭრო კვანძი.

გილანის ოსთანი დაყოფილია 17 შაჰრესთანად, ესენია: რაშთი, თალეში, ლაჰიჯანი, რუდსარი, ლანგერუდი, ბადნარ ენზელი, სუმესარა, ასთანეიე აშრაფიე, რუდბარი, ფუმენი, ასტარა, რეზვანშაჰი, შაფტი, ხომამი, მასულე, სიაჰქოლი და ამლაში.  გილანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე პროვინციაა და მისი პოპულარობის დიდი ნაწილი განპირობებულია უნიკალური კლიმატით. რაშთში ზომიერი და ნახევრად ხმელთაშუაზღვიური კლიმატია, ცხელი ზაფხულით და ნალექიანი, ცივი ზამთრით. ნალექების რაოდენობით რაშთი პირველ ადგილს იკავებს ირანში და ცნობილია როგორც წვიმების ქალაქი. მიუხედავად იმისა, რომ გილანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა, ეთნიკური და დიალექტური თვალსაზრისით ძალზე მრავალფეროვანია.  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები რაშთსა და გილანის სხვა რაიონებში მშვიდობიანად თანაარსებობენ და ქმნიან საერთო მდიდარ კულტურას.  რაშთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანის ისტორიაში. ეს იყო ირანის კარი რუსეთსა და ევროპაში, რაც თვალსაჩინოდ აისახა ქალაქის არქიტექტურაზე. აქ აშენდა ირანის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა და იყო პირველი ქალაქი ირანში, სადაც გოგონებს სკოლაში სიარულის ნება დართეს. მისი პოპულარობის დიდი ნაწილი განპირობებულია უნიკალური კლიმატით. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ მისი აღმავლობა  სეფიანთა ეპოქას უკავშირდება.

ენზელის ლაგუნა

ენზელის ლაგუნა მდებარეობს კასპიის ზღვის სანაპიროზე, ქალაქ ენზელისთან. ენზელის ლაგუნაში შეხვდებით ფლორის მრავალფეროვან ნიმუშებს,  მათ შორის აქ იზრდება ლერწამი, ლოტოსი, …

Read More »

რუდხანის ციხე

რუდხანის ციხე, სასანიანთა ეპოქის თავდაცვითი ნაგებობა, მდებარეობს ქალაქ ფუმენიდან 30 კილომეტრის მანძილზე, სოფელ რუდხანში, ტყიან მასივში, შემაღლებულ გორაკზე. ციხე აშენებულია …

Read More »

ლათუნის ჩანჩქერი

ლათუნის ჩანჩქერი მდებარეობს გილანის ოსთანში, ქალაქ ასტარას სამხრეთით 15 კილომეტრში, ქალაქ ლავანდევილთან, სოფელ ქუთე-ქუმეში. ლათუნის ჩანჩქერის სავარაუდო სიმაღლე 105 მეტრია …

Read More »

შეითან-ქუჰი

შეითან- ქუჰი, სიტყვასიტყვით ეშმაკის მთა, გილანის ოსთანში, ქალაქ ლაჰიჯანის აღმოსავლეთით მდებარეობს. წარსულში ამ ადგილს „სამეფო მთა“ ეწოდებოდა. მთის წინ,  70 …

Read More »

რაშთის ფოსტისა და ტელეგრაფის შენობა

რაშთის ფოსტისა და ტელეგრაფის შენობა მდებარეობს მერიის მოედანის ჩრდილოეთით, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ქალაქ რაშთის საფოსტო განყოფილება და ტელეგრაფის შენობა გაიხსნა …

Read More »