ლაჰიჯანის საკებულო მეჩეთი

ლაჰიჯანის საკრებულო მეჩეთი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰინჯანში. ისტორიულ-რელიგიური ნაგებობა XI საუკუნით თარიღდება და აგებულია უძველესი ზოროასტრული ტაძრის ადგილას. მეჩეთის შენობამ დროთა განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა, მაგრამ ნაგებობის ღია ვერანდა, კარიბჭე და მინარეთი, შენობის სიძველეზე მიანიშნებს. მეორე სართულის დიდი გუმბათოვანი ნავი ხაზს უსვამს შენობის სიდიადეს. თუ მეჩეთს ესტუმრებით, აუცილებლად ყურადღება მიაქციეთ მთავარი შესასვლელის ზღურბლზე, მარმარილოს ქვაზე ამოტვიფრულ სეფიანი მეფის სულთან ჰუსეინ I-ის წარწერას.

Next Prev
Next Prev

Check Also

ქოლაჰფარანგი

ქალაქ რაშთის ცენტრალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მუჰთაშამის ბაღი, წამოადგენს ქალაქის უძველეს ბაღს. პარკი მდებარეობს …