მერიის მოედანი რაშთში

რაშთის მუნიციპალიტეტის შენობა, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს, დაახლოებით 1900 წელსაა აშენებული. ეს არის რაშთის ყველაზე ცნობადი ღირსშესანიშნაობა, თავისი განსაკუთრებული კოლონიალური სტილის გამო, მაღალ ქვითკირის კოშკურაზე სიმბოლური მინი-გუმბათით. მერიის მოედანზე რამდენიმე შენობა ქმნის ერთიან, საინტერესო კომპლექსს, რომელიც ძირითადად აგებულია ფეჰლევიანთა დინასტიის მმართველობის პერიოდში და წარსულიდან დღემდე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია ირანში, რომელსაც წლის განმავლობაში უამრავი ადგილობრივი და უცხოელი ტურისტი სტუმრობს. მერიის მოედანზე არსებულ ისტორიულ შენობათა კომპლექსში შედის ისეთი ისტორიული ადგილები, როგორებიცაა ტელეგრაფის მუზეუმი, ძველი სასტუმრო, საათის კოშკი და სხვა შენობა-ნაგებობები. ამ მოედანზე ბაზრებისა და მაღაზიების სიუხვემ, იგი თავშეყრისა და გართობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად აქცია.

Next Prev

 

Next Prev

Check Also

ირანის ჩაის მუზეუმი

ირანის ჩაის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰიჯანში. მუზეუმი, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს,  აშენებულია …