ირანის ჩაის მუზეუმი

ირანის ჩაის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰიჯანში. მუზეუმი, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს,  აშენებულია ჩაის პლანტაციების მიმდებარე პატარა გორაზე; ირანის ჩაის მუზეუმი რამდენიმე შენობა-ნაგებობის კომპლექსს წარმოადგენს, რომელშიც შედის ირანში ჩაის ინდუსტრიის ფუძემდებლის მოჰამედ მირზა ქაშეფ ოლ-სალთანეს მავზოლეუმი, მაღალი ოთხკუთხა კოშკით, ორსართულიან მუზეუმის შენობა სადაც ვრცელი, ორსართულიანი საექსპოზიციო დარბაზი და ადმინისტრაციული ნაწილია განთავსებული.

მთავარი საგამოფენო დარბაზში ექსპონირებულია ისტორიული დოკუმენტები, ქაშეფ ოლ-სოლთანეს ჯილდოები და ადრეული ფოტოსურათები, ჩაის და მის მომზადებასთან დაკავშირებული სამუზეუმო ექსპონატები – სხვადასხვა სახის და ზომის  ნახშირის  სამოვრები, კერამიკული და სპილენძის ჩაიდნები, ჩაის ფინჯნები და ა.შ.

საგამოფენო დარბაზის მეორე სართულზე  საექსპოზიციო ვიტრინებში  გამოფენილია ძველი, არქეოლოგიური სამუზეუმო ექსპონატები, ანტიკური ეპოქის ტერაკოტის ჭურჭელი, სამკაულები, კრიალოსნები, მინის ჭურჭელი და სხვა.

მუზეუმში თვალსაჩინოდ არის წარმოდგენილი ჩაის მოყვანის, შეგროვების, შენახვის, დამუშავებისა და მომზადების ყველა ეტაპი.

Next Prev
Next Prev

Check Also

ქოლაჰფარანგი

ქალაქ რაშთის ცენტრალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მუჰთაშამის ბაღი, წამოადგენს ქალაქის უძველეს ბაღს. პარკი მდებარეობს …