სოფლის მემკვიდრეობის მუზეუმი

გილანის სოფლის მემკვიდრეობის მუზეუმი რაშთის ტყეპარკოვან ზონაში მდებარეობს და გაშენებულია 260 ჰა. ფართობის მიწის ნაკვეთზე, სარავანის ტყე-პარკში. მუზეუმი წარმოადგენს პირველ მცდელობას ირანში, ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ-ისტორიული კომპლექსის შექმნისა, როგორც საბუნებისმეტყველო, მატერიალური და სულიერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა საცავი. მუზეუმის შექმნის იდეა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში გაჩნდა, გილანში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, რომლის შედეგადაც მრავალი ტრადიციული ნაგებობა განადგურდა. შესაფერისი ადგილის ხანგრძლივი ძიების შემდეგ, მუზეუმისთვის შესაქმნელად სარავანის ტყიანი ტერიტორია შეირჩა, რადგან ამ ადგილს ჰქონდა შესაფერისი ლანდშაფტი, ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურა. მუზეუმის მშენებლობა დაიწყო 2004 წლის გაზაფხულზე და ერთი წლის შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა. დღეისათვის მუზეუმის ტერიტორიაზე აშენებულია გილანის სხვადასხვა რაიონის შვიდი სოფლისთვის დამახასიათებელი ოცდახუთი ხუროთმოძღვრებისა და ყოფისათვის დამახასიათებელი ობიექტი. მუზეუმის მთავარი ამოცანა არა მხოლოდ გილანის პროვინციის არქიტექტურული სტილის კოპირება ან გადმოტანა, არამედ ტრადიციული ადგილობრივი კულტურის, ხელოვნებისა და ცოდნის შენახვა და შენარჩუნებაა.

 

Next Prev
Next Prev

Check Also

ქოლაჰფარანგი

ქალაქ რაშთის ცენტრალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მუჰთაშამის ბაღი, წამოადგენს ქალაქის უძველეს ბაღს. პარკი მდებარეობს …