მასულე

 

ისტორიული სოფელი მასულე, თავისი მაღალი ნისლიანი მთებით, ტყეებით, მდინარეებით, მღვიმეებით, ჩანჩქერებით, ანკარა წყაროებით და თვალწარმტაცი პეიზაჟებით, ჩრდილოეთ ირანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. სოფელი მასულე, ქალაქი რაშთიდან 60 კილომეტრის მანძილზე, მაღალ მთებში მდებარეობს. მწვანეში ჩაფლული, მთის კალთებზე შეფენილი პატარა, ტრადიციული და ორიგინალური არქიტექტურული კომპლექსი, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. მასულეს არქიტექტურა უნიკალურია. ბანიანი სახლები, როგორც წესი ორსართულიანია, შეფენილია მთის კალთებზე და ურთიერთდაკავშირებულია – ქვემოთა სახლის ბანი (სახურავი), ჩვეულებრივ, ზემოთა სახლის ტერასის დანიშნულებას ასრულებს. მასულეში, სოფლის უნიკალური განლაგების და დამახასიათებელი ლანდშაფტის გამო, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ფაქტობრივად შეუძლებელია. მასულე თავისი სასიამოვნო კლიმატით, ნისლიანი ამინდით, გრილი ზაფხულითა და თოვლიანი ზამთრით, წელიწადის ყველა დროს მომხიბლავია, მაგრამ აქ სტუმრობა განსაკუთრებით სასიამოვნოა გვიან გაზაფხულზე, ან ზაფხულის თვეებში

Next Prev
Next Prev

Check Also

ქოლაჰფარანგი

ქალაქ რაშთის ცენტრალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მუჰთაშამის ბაღი, წამოადგენს ქალაქის უძველეს ბაღს. პარკი მდებარეობს …