ქოლაჰფარანგი

ქალაქ რაშთის ცენტრალური პარკი, ასევე ცნობილი როგორც მუჰთაშამის ბაღი, წამოადგენს ქალაქის უძველეს ბაღს. პარკი მდებარეობს ჰაფეზის ქუჩაზე, მდინარე გოჰარის ნაპირზე და თარიღდება ყაჯარული ეპოქით. ბაღი თავიდან კერძო მფლობელობაში იყო, მაგრამ 1960 წელს, მთავრობამ, გადასახადების გადაუხდელობის გამო, ბაღი მეპატრონეს ჩამოართვა და საზოგადოებრივ პარკად გადააკეთა. პარკის დღევანდელი სახე, ისტორიული ბაღის მხოლოდ ნაწილია.

პარკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს ე.წ. ბელვედერი, მცირე ზომის საპარკო ნაგებობა (სპარსულად ქოლაჰფარანგი), რომელიც ასევე ყაჯარების პერიოდშია აგებული. შენობა ოთხ სართულიანია. ქოლაჰფარანგის სასახლე გამოიყენებოდა ქალაქ რაშთის მმართველთა საზაფხულო რეზიდენციად, ვიდრე მუჰთაშამის ბაღი საზოგადოებრივ პარკად გადაკეთდებოდა. ამჟამად, შენობაში ხელნაკეთობის სასწავლო ცენტრია განთავსებული.

Next Prev
Next Prev

Check Also

ირანის ჩაის მუზეუმი

ირანის ჩაის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰიჯანში. მუზეუმი, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს,  აშენებულია …