რაშთი

ქალაქი რაშთი გილანის ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრია. ქალაქის მოსახლეობა, 2016 წლის მონაცემების მიხედვით,  680 ათას კაცს შეადგენს. მდებარეობს კასპიის ზღვის სამხრეთით მდებარე ვაკეზე. ქალაქი მსხვილ სავაჭრო კერაა, რაც განპირობებულია პორტ ენზელისთან სიახლოვით, ასევე რეგიონში განვითარებული სოფლის მეურნეობით, კასპიის ზღვის აუზის და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნებთან, ასევე რუსეთის ფედერაციასთან აქტიური ვაჭრობით. რეგიონში, რომლის ადმინისტრაციული ცენტრსაც წარმოადგენს ქლაქი რაშთი, იწარმოება ბრინჯი, ბამბა, აბრეშუმი, არაქისი, სამრეწველო პროდუქტებისგან – ქსოვილები, მინა. ისტორიულად, რაშთი იყო მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და სავაჭრო ქალაქი, რომელიც აკავშირებდა ირანს რუსეთთან და დანარჩენ ევროპასთან და ამის გამო ცნობილი იყო როგორც “ევროპის კარიბჭე”. ქალაქს მდიდარი ისტორია აქვს, მაგრამ მისი აღმავლობა  სეფიანთა ეპოქას უკავშირდება, რა დროსაც რაშთი იყო აბრეშუმის ქსოვილის და სხვა სახის ტექსტილის წარმოებისა და ვაჭრობის ცენტრი.

გილანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე პროვინციაა და მისი პოპულარობის დიდი ნაწილი განპირობებულია უნიკალური კლიმატით. რაშთში ზომიერი და ნახევრად ხმელთაშუაზღვიური კლიმატია, ცხელი ზაფხულით და ნალექიანი, ცივი ზამთრით. ნალექების რაოდენობით იგი პირველ ადგილს იკავებს ირანში და ცნობილია როგორც წვიმების ქალაქი.

მიუხედავად იმისა, რომ გილანი ირანის ერთ-ერთი ყველაზე პატარა პროვინციაა, ეთნიკური და დიალექტური თვალსაზრისით ძალზე მრავალფეროვანია.  სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები რაშთსა და გილანის სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში მშვიდობიანად თანაარსებობენ და ქმნიან საერთო მდიდარ კულტურას.  რაშთი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ირანის ისტორიაში. ეს იყო ირანის კარიბჭე რუსეთსა და ევროპაში, რაც თვალსაჩინოდ აისახა ქალაქის არქიტექტურაზე. აქ აშენდა ირანის პირველი საჯარო ბიბლიოთეკა და იყო პირველი ქალაქი ირანში, სადაც გოგონებს სკოლაში სიარულის ნება დართეს.

Next Prev
Next Prev

Check Also

ირანის ჩაის მუზეუმი

ირანის ჩაის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰიჯანში. მუზეუმი, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს,  აშენებულია …