სუბატანის იალაღი

სუბატანის იალაღი, რომელიც ხალხში “სამოთხედ“ იწოდება, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, გილანის ოსთანში, თალიშის რაიონშია. ეს თვალწარმტაცი ადგილი მართლაც სამოთხეა ლაშქრობისა და თავგადასავლების მოყვარულთათვის, ასევე საოცარი პოპულარობით სარგებლობს ოფროუდის მოყვარულთა შორის.  სუბატანის იალაღი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც სურს თავი დააღწიოს სიცხეს და ხმაურიან ქალაქის  ყოფას. სუბატანი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე თავისი განსაცვიფრებელი პეიზაჟებით და თვალწარმტაცი ხედებით, ასევე ადგილობრივი სტუმართმოყვარეობითა და კულტურით.

ლაშქრობა ჩვეულებრივ ნეორის ტბადან, თალეშის მთებში, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით იწყება. მომთაბარე და მკვიდრ მოსახლეობასთან  შეხვედრა და ურთიეთობა, მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის.

Next Prev
Next Prev

 

Check Also

ირანის ჩაის მუზეუმი

ირანის ჩაის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს გილანის ოსთანის ქალაქ ლაჰიჯანში. მუზეუმი, რომელიც 1996 წლიდან ფუნქციონირებს,  აშენებულია …