ისპაჰანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასნის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ისპაჰანის ოსთანი

ისპაჰანის ოსთანი, ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება ირანის რვა ოსთანი: ჩაჰარმაჰალი და ბახთიარი, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ლურისტანი, მარქაზი, ყუმი, სემნანი, იაზდი და ფარსი. ისპაჰანის ოსთანის მოსახლეობა 5  120 850 ადამიანს შეადგენს (2016 წლის მონაცემებით). დაყოფილია 24 შაჰრესტნად: არანი და ბიდგოლი, არდესტენი, ისპაჰანი, ბორხარი, ბუინი და მიანდაშთი, თირანი და ქარუნი, ჩადეგანი, ხომეინიშაჰრი, ხანსარი, ხური და ბიაბანაქი, სემირომი, შანინშაჰრი და მიმე, შაჰრეზა, დეჰაყანი, ფერეიდანი, ფერეიდუნშაჰრი, ფელავარჯანი, ქაშანი, გოლფაიეგანი, ლენჯანი, მობარაქე, ნაინი, ნაჯაფაბადი, ნათანზი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ისპაჰანი.

 

იმამის მეჩეთი

ნაყშე ჯაჰანის არქიტექტურულ ანსამბლში შედის ირანული კულტურის და ისლამური არქიტექტურის უბადლო ძეგლი, XVII საუკუნის არქიტექტურის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, შაჰის მეჩეთი …

Read More »

ნაყშე ჯაჰანის მოედანი

ნაყშე ჯაჰანის მოედანი (სიტყვასიტყვით „ქვეყნიერების სურათი“ ), მდებარეობს ისპაჰანის ისტორიულ ნაწილში, გოლბაჰარის რაიონში. მოედანი გადაჭიმულია 560 მეტრზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და …

Read More »

ჩაჰარბაღის მედრესე

ჩაჰარბაღის მედრესე, ასევე ცნობილი სახელით სულთნის მედრესე, XVII-XVIII სს. კულტურული კომპლექსია ქალაქ ისპაჰანში. კომპლექსი, როგორც სასულიოერო სასწავლებელი, აშენებულია სეფიანთა მმართელობის …

Read More »

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს სამხრეთ ნაწილთან; სიგრძე …

Read More »

ნუშაბადი

ნუშაბადი პატარა ქალაქია არან-ო-ბიდგოლის შაჰრესთანში; მდებარეობს ისპაჰანის ოსთანის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში, დეშთე ქავირის უდაბნოს დასავლეთ საზღვარზე, ქალაქ ქაშანის ჩრდილოეთით. …

Read More »

ისპაჰანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

ისპაჰანის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი და ისპაჰანის დეკორატიული ხელოვნების საგანძური, ორი მუზეუმია ერთმანეთის გვერდით ქალაქ ისპაჰანში. ამ ორ მუზეუმში დაცული კლექციები, …

Read More »

ნუშაბადის მიწისქვეშა ქალაქი

ნუშაბადის მიწისქვეშა ქალაქი,  მდებარეობს ქალაქ ქაშანიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 5 კილომეტრში, ისპაჰანის ოსთანში, არან-ო-ბიდგოლის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ნუშაბადში. ნუშაბადი ნიშნავს …

Read More »

გუგედის ციხე

გუგედის ციხე მდებარეობს ისპაჰანის ოსთანში, ქალაქ გუგედში, გოლფაიგანის შაჰრესთანში. მშვიდობიან დროს, გუგედის ციხე ქარვასლის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო ომიანობის ან მძარცველების …

Read More »

მარანჯაბის უდაბნო

მარანჯაბის უდაბნო მდებარეობს არან-ო-ბიდგოლის შაჰრესთანის ჩრდილოეთით. მარანჯაბის უდაბნოს ჩრდილოეთიდან აკრავს არან-ო-ბიდგოლის მარილიანი ტბები, დასავლეთიდან მასილეს უდაბნო და ჰოუზ სოლთნისა და …

Read More »

გავხუნის ჭაობი

გავხუნი, ირანის ცენტრალურ პლატოზე მდებარე ჭაობის სახელია, რომლის დიდი ნაწილი ისპაჰანის ოსთანში, ხოლო მცირედი ნაწილი იეზდის პროვინციაში. გავხუნის ჭაობში ჩაედინება …

Read More »