ისპაჰანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასნის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ისპაჰანის ოსთანი

ისპაჰანის ოსთანი, ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება ირანის რვა ოსთანი: ჩაჰარმაჰალი და ბახთიარი, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ლურისტანი, მარქაზი, ყუმი, სემნანი, იაზდი და ფარსი. ისპაჰანის ოსთანის მოსახლეობა 5  120 850 ადამიანს შეადგენს (2016 წლის მონაცემებით). დაყოფილია 24 შაჰრესტნად: არანი და ბიდგოლი, არდესტენი, ისპაჰანი, ბორხარი, ბუინი და მიანდაშთი, თირანი და ქარუნი, ჩადეგანი, ხომეინიშაჰრი, ხანსარი, ხური და ბიაბანაქი, სემირომი, შანინშაჰრი და მიმე, შაჰრეზა, დეჰაყანი, ფერეიდანი, ფერეიდუნშაჰრი, ფელავარჯანი, ქაშანი, გოლფაიეგანი, ლენჯანი, მობარაქე, ნაინი, ნაჯაფაბადი, ნათანზი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ისპაჰანი.

 

ჩეჰელ სოთუნის სასახლე

ჩეჰელსთუნის, ანუ ორმოც სვეტიანი სასახლე, აგებულია შაჰ აბას II -ის მმართველობის პერიოდში, 1647 წ., ქალაქის ისტორიულ ნაწილში. რეალურად სასახლეს ოცი …

Read More »

ხიდი სი-ო-სე ფოლ

ალავერდი-ხან უნდილაძის მიერ ქალაქ ისპაჰანში მდინარე ზაიანდერუდზე აგებული 33-თაღიანი ხიდი, დღემდე ითვლება სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშად და  ისპაჰანის თერთმეტი ისტორიული ხიდიდან …

Read More »

ხიდი ხაჯუ

ხაჯუს ხიდი, თაღოვანი, ქვის საფეხმავლო ხიდი მდინარე ზაიანდერუდზე, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხიდია ქალაქ ისპაჰანში. იგი აშენდა ძველი ხიდის საძირკველზე შაჰ …

Read More »

ალი-ყაფუს სასახლე

ალი-ყაფუს სასახლე, ნაყშ-ე ჯაჰანის მოედნის დასავლეთ ნაწილში, შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთის მოპირდაპირედ მდებარეობს. სასახლე ხუთსართულიანი და 48 მ. სიმაღლისაა. სასახლის ყველა …

Read More »

ისპაჰანის საკრებულო მეჩეთი

ისპაჰანის საკრებულო მეჩეთი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ისპაჰანის ძველი მეჩეთი ან ისპაჰანის პარასკევის ლოცვის მეჩეთი, ქალაქის ერთ – ერთი ყველაზე …

Read More »

შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი

ირანული არქიტექტურის, კერძოდ კი ისპაჰანური სკოლის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუში, შეიხ ლოთფოლაჰის მეჩეთი აიგო 1602-1619 წლებში, შაჰ აბას I-ის ბრძანებით. მდებარეობს …

Read More »

ისპაჰანის საკრებულო მეჩეთი

ისპაჰანის ისტორიულ ცენტრში მდებარე ჯამე მეჩეთი, დაწყებული 841 წლიდან, თორმეტი საუკუნის განმავლობაში, ისლამური არქიტექტული სტილის ევოლუციის განსაცვიფრებელ ილუსტრაციად შეიძლება ჩაითვალოს. …

Read More »

ნაყშე ჯაჰანის მოედნის არქიტექტურული ანსამბლი

იმამის, იგივე  ნაყშე ჯაჰანის მოედანი, ისტორიული მოედანია  ქალაქ ისპაჰანის ცენტრში, მის ისტორიულ ნაწილში, გოლბაჰარის რაიონში. 1979 წლამდე მოედანს შაჰის სახელი …

Read More »