ჩაჰარბაღის მედრესე

ჩაჰარბაღის მედრესე, ასევე ცნობილი სახელით სულთნის მედრესე, XVII-XVIII სს. კულტურული კომპლექსია ქალაქ ისპაჰანში. კომპლექსი, როგორც სასულიოერო სასწავლებელი, აშენებულია სეფიანთა მმართელობის ხანაში, შაჰ სოლთან ჰოსეინის დროს. ჩაჰარბაღის მედრესეს დასაფინანსებლად, სოლთან ჰოსეინის დედას აშენებული ჰქონდა ქარვასლა, რომლის შემოსავალით ჩაჰარბაღის სასულიერო სკოლას მთლიანად ფინანსდებოდა.

მონუმენტურ პორტალს, ხეივანიდან პირდაპირ გუმბათოვან, რვაწახნაგიან დარბაზში შევყავართ. გუმბათი და კედლების უმეტესი ნაწილი დაფარულია ღია ყვითელი ფერის აგურით, რაც სიმსუბუქის განცდას ქმნის. კომპლექსში შემავალი ნაგებობების მდიდრული მოპირკეთება და ფერთა გამა, უდავოდ   ხელოვნებისა და არქიტექტურის უბადლო ნიმუშებს წარმოადგენს. ცენტრალური ეზო აუზითა და ბაღით, გარშემორტყმულია ორდონიანი არკადებით.

  

Check Also

ნუშაბადი

ნუშაბადი პატარა ქალაქია არან-ო-ბიდგოლის შაჰრესთანში; მდებარეობს ისპაჰანის ოსთანის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში, დეშთე ქავირის უდაბნოს …