ისპაჰანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბელუჯისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამი, ხორასანი, ხუზისტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასნის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ისპაჰანის ოსთანი

ისპაჰანის ოსთანი, ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში. ესაზღვრება ირანის რვა ოსთანი: ჩაჰარმაჰალი და ბახთიარი, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ლურისტანი, მარქაზი, ყუმი, სემნანი, იაზდი და ფარსი. ისპაჰანის ოსთანის მოსახლეობა 5  120 850 ადამიანს შეადგენს (2016 წლის მონაცემებით). დაყოფილია 24 შაჰრესტნად: არანი და ბიდგოლი, არდესტენი, ისპაჰანი, ბორხარი, ბუინი და მიანდაშთი, თირანი და ქარუნი, ჩადეგანი, ხომეინიშაჰრი, ხანსარი, ხური და ბიაბანაქი, სემირომი, შანინშაჰრი და მიმე, შაჰრეზა, დეჰაყანი, ფერეიდანი, ფერეიდუნშაჰრი, ფელავარჯანი, ქაშანი, გოლფაიეგანი, ლენჯანი, მობარაქე, ნაინი, ნაჯაფაბადი, ნათანზი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ისპაჰანი.

 

მარანჯაბის ქარვასლა

მარანჯაბის ქარვასლა მდბარეობს ისპაჰანის ოსთანში,  მარანჯაბის უდაბნოში. ქარვასლა აშენდა შაჰ აბას I-ის დაკვეთით, 1603 წელს და მდებარეობს აბრეშუმის გზაზე, ხორასანისა …

Read More »

სემირომის ჩანჩქერი

სემირომის ჩანჩქერი მდებარეობს ქალაქ სემირომის აღმოსავლეთით 4 კმ., ხოლო ქალაქ ისპაჰანიდან სამხრეთით 160 კმ. მანძილის მოშორებით, ამავე სახელწოდების ხეობის სიღრმეში. …

Read More »

სამტრედე კოშკები

ისპაჰანის შემოგარენში მტრედებისათვის უამრავი უნიკალური კონსტრუქციის კოშკი იყო აშენებული, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ათასამდე კოშკი შემორჩა. მტრედების კოშკი ცილინდრული ფორმისაა, …

Read More »

ისპაჰანის დიდი ბაზარი

ისტორიული ბაზარი ისფაჰანში, ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ბაზარი ახლო აღმოსავლეთში და ყველაზე გრძელი დახურული ბაზარი მსოფლიოში. ეს არის ორ კილომეტრიანი …

Read More »

მდინარე ზაიანდერუდი

მდინარე ზაიანდერუდი, სიტყვასიტყვით „სიცოცხლის მიმნიჭებელი მდინარე“,  ყველაზე დიდი მდინარეა ირანის ცენტრალურ პლატოზე. ის სათავეს იღებს ცენტრალური ზაგროსის მთიანეთში, კონკრეტულად ზაგროსის …

Read More »

ისპაჰანის დიდი ბაზარი

ისტორიული ბაზარი ისფაჰანში, ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გრძელი დახურული ბაზარია ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოში. წარმოადგენს ორ კილომეტრიან ქუჩას, რომელიც ქალაქის …

Read More »

მენარ-ე ჯონბან

მენარ-ე ჯონბან – მოქანავე მინარეთი, ისპაჰანის დასავლეთით, ქალაქიდან 6 კილომეტრში მდებარეობს. მე-14 საუკუნით დათარიღებული ისტორიული ძეგლი, მოიცავს ამუ აბდოლა ქარლადანის …

Read More »

ვანქის სომხური ეკლესია

ვანქის მაცხოვრის სახელობის სომხური ეკლესია, თავისი არქიტექტურული გადაწყვეტით, მოოქრული ჭერითა და გუმბათით, დახვეწილი გემოვნებით შესრულებული მხატვრობით, ქალაქ ისპაჰანის სომხური უბნის, …

Read More »

ჰაშთ ბეჰეშთის სასახლე

ჰაშთ ბეჰეშთის სასახლე აშენდა მე-17 ს-ში, 1669 წელს, შაჰ სულეიმან I-ის  მმართველობის დროს. სასახლე მდებარეობს ისპაჰანის ცნობილ ჩაჰარ-ბაღის ქუჩაზე. ჰაშთ …

Read More »

შიხ ბაჰაის აბანო

ისტორიული  შეიხ ბაჰაის აბანო, სეფიანთა ეპოქის ძეგლია და  მდებარეობს ქალაქ ისპაჰანში, შეიხ ბაჰაის ხეივანში, ისპაჰანის დიდ საკრებულო მეჩეთსა და ძველ …

Read More »