გუგედის ციხე

გუგედის ციხე მდებარეობს ისპაჰანის ოსთანში, ქალაქ გუგედში, გოლფაიგანის შაჰრესთანში. მშვიდობიან დროს, გუგედის ციხე ქარვასლის ფუნქციას ასრულებდა, ხოლო ომიანობის ან მძარცველების შემოჭრის დროს, ციხესიმაგრის ფუნქციასაც ითავსებდა. ციხე მდებარეობს ქალაქ გუგედში, გოლფაიგანის პროსპექტზე,  ღალეს ხეივანში. დღეს აქ ტრადიციული,  სამვარსკვლავიანი სასტუმრო ფუნქციონირებს.

გუგედის ციხე, ალიზითა და ტალახით ნაშენი  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაგებობაა ირანში. აშენდა დაახლოებით 400 წლის წინ.  ერთადერთი ისტორიული დოკუმენტი, სადაც გუგედის ციხეა ნახსენები  140 წლის წინანდელია. ამ დოკუმენტით, ალი ხან ბახთიარმა შენობის ნახევარი,  ცოლს “მეჰრის” სახით მისცა.

გუგედის ციხე რეგისტრირებული ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …