ნუშაბადის მიწისქვეშა ქალაქი

ნუშაბადის მიწისქვეშა ქალაქი,  მდებარეობს ქალაქ ქაშანიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 5 კილომეტრში, ისპაჰანის ოსთანში, არან-ო-ბიდგოლის ოლქის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ნუშაბადში. ნუშაბადი ნიშნავს ცივი, გემრიელი წყლის ქალაქს. ქალაქ ნუშაბადის მთავარი ღირსშესანიშნაობაა მიწისქვეშა ხელოვნური ქალაქი “ოუი”, რომელსაც შემოსევებისა და თავდასხმების დროს, ქალაქის  მოსახლეობა თავშესაფრად იყენებდა . აშენებულია სასანურ ეპოქაში, დაახლოებით 1500 წლის წინ, მიწის ქვეშ 4 სართულზე. ქალაქი სელჩუკთა და სეფიანთა ეპოქაში ჯერ კიდევ გამოიყენებოდა. ეს არის დერეფნების, ოთახებისა და ჭების ვრცელი ლაბირინთი. სართულები დაკავშირებულია ერთმანეთთან ვერტიკალური არხებით. შესასვლელების სიმაღლე, გარდა მთავარი შესასვლელისა, 170-180 სანტიმეტრია. ზოგიერთი არხი, რომელიც ქალაქის პირველ სართულს მიწის ზედაპირს უკავშირებს, შესასვლელისა და ჰაერის კონდიცირების ფუნქციას ასრულებდა. ნუშაბადის მიწისქვეშა ქალაქი ოუი, რეგისტრირებულია ირანის ეროვნული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. ეს არის ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი მსოფლიოში, რომლის ფართობი 4 კვადრატული კილომეტრი, სიღრმე კი 4-დან 18 მეტრამდეა. რამდენადაც ეს მიწისქვეშა ქალაქი მტრის შემოსევებისას თავშესაფრის როლს ასრულებდა, მის ვრცელ ლაბირინთულ სისტემაში გათვალისწინებული და მოწყობილი იყო საცხოვრებელი ოთახები; მტრის ქალაქში შემოღწევის შემთხვევაში საფარები. წვი ყოველი ერთი მეტრის ინტერვალით, კედლებზე დამაგრებული იყო ჩირაღდნები.

ამ რთული ლაბირინთული კომპექსის აღმოჩენა, ერთ უბრალო შემთხვევითობას უკავშირდება, როდესად ადგილობრივი მოსახლე საკუთარი სახლის ეზოში ჭის ამოთხრას ცდილობდა.

Next Prev
اسلاید 3 | محتوای شما
اسلاید 1 | محتوای شما
اسلاید 2 | محتوای شما
اسلاید 3 | محتوای شما
Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …