ნუშაბადი

ნუშაბადი პატარა ქალაქია არან-ო-ბიდგოლის შაჰრესთანში; მდებარეობს ისპაჰანის ოსთანის ჩრდილო – დასავლეთ ნაწილში, დეშთე ქავირის უდაბნოს დასავლეთ საზღვარზე, ქალაქ ქაშანის ჩრდილოეთით. აბსოლუტური სიმაღლე ზღვის დონიდან 912 მეტრი. 2016 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 11 838 ადამიანს შეადგენს. ნუშაბადის მთავარი ღირსშესანიშნაობა მიწისქვეშა არქიტექტურული ნაგებობების კომპლექსია, რომელთა ელემენტები სხვადასხვა ისტორიულ პერიოდს ეკუთვნის. არქეოლოგიური გათხრებისას აქ აღმოაჩენილია სასანიანთა, ილხანთა და სეფიანთა ეპოქის არქეოლოგიური ნიმუშები.

Next Prev
Next Prev

Check Also

ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის …