ჩაჰარბაღის ბულვარი

ჩაჰარბაღის (სიტყვასიტყვით ოთხი ბაღი) ბულვარი, ისტორიული ქუჩაა ისპაჰანში; აშენდა სეფიანთა მმართველობის პერიოდში. იგი აკავშირებს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილს სამხრეთ ნაწილთან; სიგრძე დაახლოებით 6 კილომეტრია. ჩაჰარბაღის ბულვარის აღმოსავლეთით, ჰაშთ ბეჰეშთისა და ჩეჰელ სოთუნის ბაღებია გაშენებული.  ჩაჰარბაღის პროსპექტი ორ ნაწილად იყოფა ჩაჰარბაღ-ე ფაიინ და ჩაჰარბაღ-ე ბალა: ჩაჰარბაღ-ე ფაინ, ანუ ქვედა ჩაჰარბაღი, პროსპექტის ჩრდილოეთ ნაწილია, რომელიც დარვაზე-იე დოულათიდან, შოჰადას მოედნამდე გრძელდება. ჩაჰარბაღ-ე ბალა, ანუ ზემო ჩაჰარბაღი, პროსპექტის სამხრეთი ნაწილია, რომელიც სი-ო-სე ფოლიდან, აზადის მოედნამდე გრძელდება.

Check Also

ზოჰაქის ციხე

ზოჰაქის ციხე, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის ოსთანში,  ქალაქ ჰაშთრუდთან 20 კილომეტრის მანძილის მოშორებით მდებარეობს. ციხესიმაგრის დასახელება მომდინარეობს …