არდებილის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

არდებილის ოსთანი

არდებილის ულამაზესი რეგიონი, ბუნებრივი და ისტორიული მიმზიდველობით, რაც მას უნიკალურს ხდის, ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა და ირანის სამი ოსთანი: აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, ზენჯანი, გილანის ოსთანები.  და აგრეთვე აზერბაიჯანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი არდებილი.  ყველაზე გავრცელებული ენებია სპარსული და აზერბაიჯანული. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი არდაბილი, ხოლო სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორის შიძლება დავასახელოთ ხალხალი, მეშგინ-შაჰრი, ბილესავარი და ფარსაბადი. ოსთანის ყველაზე მაღალი მწვერვალია სებელანის მთა, რომელიც მდებარეობს არდაბილის ოსთანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ქალაქი არდებილი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ისტორიული ქალაქია. სახელი არდებილი მომდინარეობს ზოროასტრული სიტყვა „ართავილიდან“, რაც წმინდა ადგილ ნიშნავს. არდებილი წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს და უდიდეს ქალაქს. 2017 წლის აღწერის შედეგად მოსახლეობა  529 374  ადამიანს შეადგენს, მოსახლეობაში ეთნიკური აზერბაიჯანელები ჭარბობენ.  არდებილში მრავალი ისტორიული შენობა-ნაგებობაა. აქ არსებული შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

პირველად არდებილი მოხსენიებულია სასანიდურ წყაროებში. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი აბრეშუმის გზაზე მდებარეობს შუა საუკუნეებში აქ საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. 1220 წელს ქალაქი აიღეს და დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა ის მოგვიანებით აღდგა.

შეიხ ჰეიდარის მავზოლეუმი

შეიხ ჰეიდარის მავზოლეუმი მდებარეობს ქალაქ მეშგინ შაჰრში, არდებილის ოსთანში. შეიხ ჰეიდარი, იყო სეფევიეს ორდენის შეიხი 1460-1488 წლებში. შეიხის ტიტული მიიღო …

Read More »

სარეინის თერმული წყლები

სარეინი პატარა ქალაქია არდებილიდან დასავლეთით ოცდაათი კილომეტრის დაშორებით, წარმოადგენს სარეინის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს. ქალაქი და მისი შემოგარენი განთქმულია თავის თერმული …

Read More »

არდებილის ჯუმა მეჩეთი

არდებილის ჯუმა (პარასკევის ლოცვის) მეჩეთი, ერთ-ერთი ძველი ისტორიული ნაგებობაა არდებილის ოსთანში. მკვლევრების აზრით, არდებილის ჯუმა  მეჩეთი სელჩუკთა ეპოქას ეკუთვნის; მეჩეთი …

Read More »

სავალანის მთა

სავალანის მთა ჩამქრალი სტრატოვულკანია ირანში, არდებილის ოსთანში. სიმაღლით მესამე მწვერვალია ირანში, დემავენდისა და ალამქუჰის შემდეგ. მდებარეობს სომხეთის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, …

Read More »

შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმი

შეიხ სეფი ად-დინის ხანაგა (დერვიშთა სამყოფი) და მავზოლეუმი, წარმოადგენს არდაბლის მემორიალურ კომპლექსს, რომელიც შეიხ სეფი ად-დინისთვის აშენდა. შეიხი სეფი ად-დინი, …

Read More »

შურაბილის ტბა

შურაბილის მარილიანი ტბა, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, არდებილის ოსთანში, ქალაქ არდებილიდან  სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 2 კმ-ზე მდებარეობს. ტბას ზედაპირი 170 ჰექტარს შეადგენს, საშუალო …

Read More »

ნეურის ტბა

ნეურის ტბა მდებარეობს ქალაქ არდებილის სამხრეთ-აღმოსავლეთით 48 კილომეტრის მანძილზე, თალიშის მაღალმთიანეთის დასავლეთ ქედის ტოტზე, ზღვის დონიდან 2485 მ სიმაღლეზე. ტბის …

Read More »

ანთროპოლოგიის მუზეუმი

არდებილის ანთროპოლოგიის მუზეუმის შენობა, წარმოადგენს XIV ს.-ის ისტორიულ ძეგლს. თავდაპირველად აშენდა როგორც აბანო და ცნობილი იყო სახელით ზაჰირ-ოლ-ისლამის აბანო. XX …

Read More »

ოულთანის ციხე

ოულთანის ციხე მდებარეობს მდინარე არასის ნაპირზე, უძველეს სოფელ ოულთანთან. ციხე აგებულია 320,000 კვადრატული მეტრის ფართობზე და წარმოადგენს საბრძოლო დანიშნულების ციხესიმაგრეს. …

Read More »

სპა -კომპლექსი

ქალაქ სარეინის მთავარი ღირშესანიშანობა , მისი თერმული და სამკურნალო წყლებია. ტურისტების უმეტესობის  მთავარი მიზანიც, სწორედ ამ ულამაზესი ქალაქის ცხელი და …

Read More »