შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმი

შეიხ სეფი ად-დინის ხანაგა (დერვიშთა სამყოფი) და მავზოლეუმი, წარმოადგენს არდაბლის მემორიალურ კომპლექსს, რომელიც შეიხ სეფი ად-დინისთვის აშენდა. შეიხი სეფი ად-დინი, სუფიურ-დერვიშულ  ორდენის სეფევიე, ფუძემდებელი და სეფიანთა დინასტიის წარმომადგენელი, არდებილიდან იყო. შეიხის საფლავი, სალოცავი დარბაზი და მეჩეთი ქმნიან ერთიან კომპლექსს – მავზოლეუმ-მეჩეთს. კომპლექსში შედის 31 მ. სიგრძისა და 16 მ. სიგანის მცირე ეზო. მავზოლეუმში შესასვლელის წინ ბაღები და გრძელი ხეივანია გაშენებული. მავზოლეუმის შენობა ააშენა შეიხ სეფი ად-დინის ვაჟმა სადრ ად-დინ შეიხ მუსამ, მამის გარდაცვალების შემდეგ 1334 წელს. მოგვიანებით, XVI საუკუნის ბოლოდან  XVIII საუკუნის დასაწყისამდე პერიოდში, სეფიანთა დინასტიის მმართველობის პერიოდში, კომპლექსმა მრავალი ცვლილება განიცადა. თანდათან  გაფართოვდა და აშენდა ახალი ნაგებობები. აქ კრძალავდნენ მმართველი დინასტიის წარმომადგენლებს და მათი მეუღლეებს, ასევე ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს, მათ შორის აქ დაკრძალული არიან პირველი სეფიანი მეფე შაჰ ისმაილ I და შაჰ ისმაილის დედა, უზუნ ჰასან აყ ყოიუნლუს ქალიშვილი, ასევე სეფიანთა ეპოქის ზოგიერთი წარჩინებული და სახლმწიფო მოხელე, ჩალდირანის ბრძოლაში დაღუპული მეომრები.მავზოლეუმის შენობა 17 მეტრის სიმაღლისაა და წარმოადგენს მრგვალ, გუმბათოვან კოშკს. გუმბათი და მავზოლეუმის ფასადი მოპირკეთებულია ფერადი ფილებით. კომპლექსის მშენებლებმა შეძლეს შეზღუდული სივრცის უმეტესი ნაწილის რაციონალურად გამოყენება, აქ განთავსებული იყო ბიბლიოთეკა, მეჩეთი, სკოლა, მავზოლეუმი, წყალსაცავი, საავადმყოფო, სამზარეულო, საცხობი და სამუშაო სივრცე. შეიხის საკურთხევლისკენ მიმავალი გზა დაყოფილია 7 სეგმენტად, რომელიც ასახავს სუფური გზის შვიდ საფეხურს. მდიდრულად გაფორმებული ფასადები და ინტერიერი შუასაუკუნეების ისლამური არქიტექტურის იშვიათი მაგალითია.

2011 წელს, შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად (უნდა წარმოადგენდეს ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშს; უნდა მიუთითებდეს დროის გარკვეულ მონაკვეთში, ან მსოფლიო რომელიმე კულტურული არეალის ფარგლებში არქიტექტურის, მონუმენტური ხელოვნების, ქალაქგეგმარების ან ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების სფეროში ადამიანურ ფასეულობათა მნიშვნელოვან ურთიერთგაცვლაზე; უნდა წარმოადგენდეს ნაგებობის, არქიტექტურული ანსამბლის ან ლანდშაფტის ღირსშესანიშნავ მაგალითს, რომელიც ასახავს კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვან ეტაპს(ებს)), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

.

Next Prev
Next Prev

 

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …