ნეურის ტბა

ნეურის ტბა მდებარეობს ქალაქ არდებილის სამხრეთ-აღმოსავლეთით 48 კილომეტრის მანძილზე, თალიშის მაღალმთიანეთის დასავლეთ ქედის ტოტზე, ზღვის დონიდან 2485 მ სიმაღლეზე. ტბის ზედაპირის ფართობი 560 ჰექტარს შეადგენს, სიღრმე დაახლოებით 5,5 მეტრია, წყლის მოცულობა კი 16,8 მილიონი კუბური მეტრი. მაგრამ, შუარბილის ტბის მსგავსად, ნეურის ტბის ეს მაჩვენებლებიც შეიძლება შეიცვალოს, რაც დამოკიდებულია სეზონზე და წყლის მოცულობაზე. წყალი ტბაში ძირითადად  შეედინება 13 კარსტული წყაროს და მცირე მთის ნაკადების მეშვეობით. ნეურის ტბის სანაპიროზე  ერთი დასახლებაა, სახელად დაშ-ბოლაყი. ტბა მტკნარი წყლის უდიდესი ბუნებრივი წყალსაცავია არდებილის ოსთანში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სავალანის მთა

სავალანის მთა ჩამქრალი სტრატოვულკანია ირანში, არდებილის ოსთანში. სიმაღლით მესამე მწვერვალია ირანში, დემავენდისა და ალამქუჰის შემდეგ. …