შურაბილის ტბა

შურაბილის მარილიანი ტბა, ჩრდილო-დასავლეთ ირანში, არდებილის ოსთანში, ქალაქ არდებილიდან  სამხრეთ-დასავლეთით დაახლოებით 2 კმ-ზე მდებარეობს. ტბას ზედაპირი 170 ჰექტარს შეადგენს, საშუალო სიღრმე (ცენტრთან ახლოს) 30 მეტრს, ტბის წყლის მოცულობა დაახლოებით14 მლნ  კუბური მეტრია. მოცემული მაჩვენებლები, ისევე როგორც წყლის მარილიანობა, სეზონისა და ტბაში წყალჩადინების მოცულობის მიხედვით, შეიძლება ცვალებადი იყოს. ტბის ზღვის დონიდან 1365 მ. სიმაღლეზე მდებარეობს. წყალმომარაგება, ძირითადად ნალექების და ჩრდილოეთი მხრიდან მთის მდინარეების ჩადინების საფუძველზე ხდება.  აქტიურად მიმდინარეობს ტბის მიმდებარე ტერიტორიების ათვისება და ურბანიზება. დღეს მის სანაპიროებზე არაერთი საგანმანათლებლო, კულტურული, საცხოვრებელი, რეკრეაციული და ტურისტული ობიექტია.

Next Prev
Next Prev

Check Also

სავალანის მთა

სავალანის მთა ჩამქრალი სტრატოვულკანია ირანში, არდებილის ოსთანში. სიმაღლით მესამე მწვერვალია ირანში, დემავენდისა და ალამქუჰის შემდეგ. …