არდებილის ჯუმა მეჩეთი

არდებილის ჯუმა (პარასკევის ლოცვის) მეჩეთი, ერთ-ერთი ძველი ისტორიული ნაგებობაა არდებილის ოსთანში. მკვლევრების აზრით, არდებილის ჯუმა  მეჩეთი სელჩუკთა ეპოქას ეკუთვნის; მეჩეთი ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრის სიახლოვეს მდებარეობს და არსებობს მოსაზრება, რომ მეჩეთის შენობა, ადრე ცეცხლთაყვანისმცემელთა ტაძრისა უნდა ყოფილიყო. არდებილის ჯუმა მეჩეთს ჰქონდა ფართო  ეზო და შესანიშნავი ღია გალერეა მაღალი თაღით. მეჩეთის შენობა მონღოლების შემოსევებისას დაინგრა. განადგურებას შენობის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა.

Next Prev

Next Prev

Check Also

შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმი

შეიხ სეფი ად-დინის ხანაგა (დერვიშთა სამყოფი) და მავზოლეუმი, წარმოადგენს არდაბლის მემორიალურ კომპლექსს, რომელიც შეიხ სეფი …