არდებილის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

არდებილის ოსთანი

არდებილის ულამაზესი რეგიონი, ბუნებრივი და ისტორიული მიმზიდველობით, რაც მას უნიკალურს ხდის, ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. ესაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკა და ირანის სამი ოსთანი: აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, ზენჯანი, გილანის ოსთანები.  და აგრეთვე აზერბაიჯანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი არდებილი.  ყველაზე გავრცელებული ენებია სპარსული და აზერბაიჯანული. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი არდაბილი, ხოლო სხვა მნიშვნელოვან ქალაქებს შორის შიძლება დავასახელოთ ხალხალი, მეშგინ-შაჰრი, ბილესავარი და ფარსაბადი. ოსთანის ყველაზე მაღალი მწვერვალია სებელანის მთა, რომელიც მდებარეობს არდაბილის ოსთანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ქალაქი არდებილი ირანის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, ისტორიული ქალაქია. სახელი არდებილი მომდინარეობს ზოროასტრული სიტყვა „ართავილიდან“, რაც წმინდა ადგილ ნიშნავს. არდებილი წარმოადგენს ამავე სახელწოდების პროვინციის ადმინისტრაციულ ცენტრს და უდიდეს ქალაქს. 2017 წლის აღწერის შედეგად მოსახლეობა  529 374  ადამიანს შეადგენს, მოსახლეობაში ეთნიკური აზერბაიჯანელები ჭარბობენ.  არდებილში მრავალი ისტორიული შენობა-ნაგებობაა. აქ არსებული შეიხ სეფი-ად-დინის მავზოლეუმი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობადაა აღიარებული.

პირველად არდებილი მოხსენიებულია სასანიდურ წყაროებში. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქი აბრეშუმის გზაზე მდებარეობს შუა საუკუნეებში აქ საკმაოდ განვითარებული იყო ვაჭრობა. 1220 წელს ქალაქი აიღეს და დაანგრიეს მონღოლებმა, თუმცა ის მოგვიანებით აღდგა.

არდებილის ღვთისმშობლის ეკლესია

ქალაქი არდებილი, აბრეშუმის გზაზე მდებარეობის გამო, კულტურათა გაცვლის მნიშვნელოვანი ადგილი იყო; ამ ქალაქის ქრისტიანულ რელიგიასთან კავშირს,  დიდი ხანის ისტორია აქვს. …

Read More »

ქოჰნე-ყალე

ქოჰენ-ყალე, სიტყვასიტყვით ძველი ციხე, რომლის ფართობი დაახლოებით 15,000 კვადრატული მეტრია, მდებარეობს ქალაქ მეშგინ-შაჰრის შესასვლელთან, არდებილის გზაზე , 50 მეტრის სიმაღლის …

Read More »

ყაჰყაჰეს ციხე

ყაჰყაჰეს ციხე მდებარეობს არდებილის ოსთანში, მეშგინ-შაჰრიდან 85 კმ. მანძილის მოშორებით. ციხე აშენებულია მთებში და ის  წარსულში, უმეტესად სეფიანთა ეპოქაში,  მნიშვნელოვანი …

Read More »

სოფელი ალვარსი

ალვარსი, სოფელია არდებილის პროვინციაში, სარეინის ოლქის ცენტრალურ რაიონში. 2006 წლის აღწერის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა 100- ადამიანს ოდნავ აჭარბებდა, სოფელში სულ …

Read More »