სავალანის მთა

სავალანის მთა ჩამქრალი სტრატოვულკანია ირანში, არდებილის ოსთანში. სიმაღლით მესამე მწვერვალია ირანში, დემავენდისა და ალამქუჰის შემდეგ. მდებარეობს სომხეთის მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით. სავალანის მთის  სიმაღლე 4811 მ.-ია.  ის სამხრეთით, მდინარე თალხერუდის ხეობით გამოყოფილია თალიშის მთების დასავლეთ შტოქედისაგან, აღმოსავლეთით, მდინარე ყარასუს ხეობით თალიშის მთავარი ქედიდან. სავალანის ვულკანურ წარმომავლობაზე მიუთითებს მისი ამგებელი ქანები და მწვერვალის ფორმა — ნაწილობრივ დანგრეული წაკვეთილი კონუსი და მის ფერდობებზე არსებული ცხელი გოგირდოვანი წყაროები. მის ჩრდილო კალთაზე მყინვარია, კრატერში კრატერული ტბა სავალანი.

გადმოცემების თანახმად, ზარათუშტრა სწორედ ამ მთაზე ელაპარაკებოდა აჰურამაზდას.

Next Prev
Next Prev

Check Also

შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმი

შეიხ სეფი ად-დინის ხანაგა (დერვიშთა სამყოფი) და მავზოლეუმი, წარმოადგენს არდაბლის მემორიალურ კომპლექსს, რომელიც შეიხ სეფი …