ანთროპოლოგიის მუზეუმი

არდებილის ანთროპოლოგიის მუზეუმის შენობა, წარმოადგენს XIV ს.-ის ისტორიულ ძეგლს. თავდაპირველად აშენდა როგორც აბანო და ცნობილი იყო სახელით ზაჰირ-ოლ-ისლამის აბანო. XX საუკუნის დასწყისამდე, აბანო გამოიყენებოდა თავისი პირველადი დანიშნულებისამებრ. ირანის კულტურული მემკვიდრეობის ორგანიზაციამ აბანოს ისტორიულ შენობაში, 1999 წელს, ანთროპოლოგიის მუზეუმი განათავსა. მუზეუმი მდებარეობს ქალაქ არდებილში, შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმის მახლობლად. ანთროპოლოგიის მუზეუმის შენობა 1997 წლის 1 აგვისტოს, სარეგისტრაციო ნომრით 1896, შეტანილი იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. შენობა, თავისი დამახასიათებელი არქიტექტურით, აღმოსავლური აბანოების ტიპურ ნიმუშს წარმოადგენს. ძველი აბანოს შენობა ორი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა: სააბაზანო და გასახდელ-მისაღები სივრცისაგან. ჯვრის ფორმის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია იყო რვაკუთხა ფორმის  აუზი, საიდანაც   მკლავებშუა მოთავსებული უბეებიანი სივრცეები იშლება.

Next Prev
Next Prev

Check Also

სავალანის მთა

სავალანის მთა ჩამქრალი სტრატოვულკანია ირანში, არდებილის ოსთანში. სიმაღლით მესამე მწვერვალია ირანში, დემავენდისა და ალამქუჰის შემდეგ. …