შეიხ ჰეიდარის მავზოლეუმი

შეიხ ჰეიდარის მავზოლეუმი მდებარეობს ქალაქ მეშგინ შაჰრში, არდებილის ოსთანში. შეიხ ჰეიდარი, იყო სეფევიეს ორდენის შეიხი 1460-1488 წლებში. შეიხის ტიტული მიიღო 1 წლის ასაკში, მამის, შეიხ ჯუნეიდის მკვლელობის შემდეგ. იზრდებოდა არდებილში. 1476 წელს ცოლად შეირთო უზუნ-ჰასანის ქალიშვილი, რომელთანაც შეეძინა რამდენიმე ვაჟი შეიხ ალი, იბრაჰიმ მირზა და ირანის მომავალი შაჰი, ისმაილ I. შეიხ ჰეიდარის მავზოლეუმის კოშკის სიმაღლე 18,5 მეტრია, დიამეტრი 10,5 მეტრია. შენობის ასაკისა და მისი მშენებლობის თარიღის შესახებ ბევრი განსხვავებული მოსაზრება არსებობს. ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ნაგებობა XV-XVI სს. განეკუთვნება და  სეფიანთა ეპოქაში მოხდა მავზოლეუმის კოშკის მოჭიქული ფილებით მოპირკეთება. საფლავის წარწერის განადგურების გამო არ არსებობს არანაირი დოკუმენტური მტკიცებულება, რომელიც ამ ნაგებობის მშენებლობის ზუსტ თარიღს მიუთითებს. მაგრამ მავზოლეუმის კოშკის შესასვლელ კართან ახლად აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ნაგებობა 1331წელსაა აგებული,  ირანში მონღოლთა დინასტიის უკანასკნელ მმართველ აბუსაიდ ბაჰადურ-ხანის მმართველობის პერიოდში.

Next Prev
Next Prev

Check Also

შეიხ სეფი ად-დინის მავზოლეუმი

შეიხ სეფი ად-დინის ხანაგა (დერვიშთა სამყოფი) და მავზოლეუმი, წარმოადგენს არდაბლის მემორიალურ კომპლექსს, რომელიც შეიხ სეფი …