ილამის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება ადმინისტრაციული ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, ოსთანის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი და თანამდებობაზე ამტკიცებს  მინისტრთა კაბინეტი.

1906-1950 წწ-ში, ირანი დაყოფილი იყო თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზისთანი, ქირმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით – პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., მათზე დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქირმანშაჰი, ხუზისთანი, ფარსი, ქირმანი, ხორასანი და ისპაჰანი. 1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო ორად, მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და დამოუკიდებელ ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის მხარე. მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ხორასნის ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასნის, ჩრდილოეთ ხორასნის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სისტან-ბელუჯისტანის, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადის, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარის, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

ილამის ოსთანი ირანის 31 ოსტანიდან ერთ-ერთი, ირანის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ესაზღვრება ერაყი და ირანის სამი ოსთანი: ქერმანშაჰი, ლორესთანი და ხუზისთანი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ილამი. ოსტანის მოსახლეობა 557 599 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეთნიკური ლორები და ქურთები არიან.  ყველაზე გავრცელებული ენებია: სპარსული, ლური და ქურთული. ილამის ოსთანში თერთმეტი შაჰრესთანია: აბადანა, ეივანი, ბარდე, ჩარდავოლი, დარე-შაჰრი, დეჰლორანი, სირვანი, მალექშაჰი, მეჰრანი და ჰოლილანი.

ილამის ოსთანი, მსგავსად ირანის ბევრი სრვა რეგიონებისა, მდიდარია კულტურულ-ისტორიული ღირშესანიშნაობებით, მათ შორის  პართული ეპოქის ძეგლები, სასანიდური პერიოდის ზოროასტრული ტაძრის ნაშთები; ილამის მხარე საინტერესოა უნიკალური ბუნებრივი ღირშესანიშნაობებით –  დაცული ტერირორიები მდიდარი ეკოსისტემით, მინერალური წყლის წყაროები, გამოქვაბულები იშვიათი სახეობის ღამურებით და უნიკალური ტყეებით და სხვა.

ოსთანის ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ილამი. ოსთანი დაყოფილია თერთმეტ შაჰრესთანად, ესენია: აბდანანი, ილამი, ეივნი, ბადრე, ჩარდავოლი, დარეშაჰრი, დეჰლორანი, სირვანი, მალექშაჰი, მეჰრანი და ჰოლეილანი. მოსახლეობა, 2016 წლის მონაცემების მიხედვით, 557 599 ადამიანს შეადგენს. ილამი მდებარეობს ქვეყნის დასავლეთით, ზაგროსის მთაში. უმაღლესი წერტილია წერტილია მწვერვალი ქაბირ-კუჰი (2790 მ). ილამი ირანის ერთ-ერთი ყველაზე თბილი რეგიონია, თუმცა ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით მთაში, ზამთარში ტემპერატურა შეიძლება შემცირდეს 3-5 ° C- მდე. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა 578 მმ.

ეკონომიკის ძირითადი დარგებია სოფლის მეურნეობა (ხორბალი, ზეთისხილი, ყურძენი, ციტრუსები, ფინიკი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ატამი, კაკალი, სამკურნალო მცენარეები); კვების, ნავთობქიმიური, ცემენტის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ვაჭრობა, შიიტი მომლოცველთა ტრანსპორტირება და ტრანზიტი ერაყიში.

უძველესი ქალაქი სეიმარე

უძველესი ქალაქი სეიმარე, ასევე ცნობილი სახელით მადაქტუ, 200 ჰექტარი ფართობის არქეოლოგიური ძეგლია სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ილამის პროვინციაში.  ნანგრევები გვიან სასანიანთა ეპოქის …

Read More »

დეჰლორანის თერმული წყაროები

სამკურნალო და გოგირდოვანი თვისებების მქონე ეს წყაროები მდებარეობს ქალაქ დეჰლორანიდან ჩრდილოეთით სამი კილომეტრის მოშორებით, სიაჰქუჰის ფერდობზე, ე.წ. ღამურების მღვიმის მახლობლად. …

Read More »

დარეშაჰრი

ქალაქი დარეშაჰრი მდებარეობს ილამის ოსთანში, არის ამავე სახელწოდების შაჰრესთანის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის ისტორია ჯერ კიდევ  ქალკოლიტის ხანიდან იღებს სათავეს და  …

Read More »

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის სიგრძე დაახლოებით ერთ კილომეტრია.  მის …

Read More »

არღავნის ხეობა

არღავნის ხეობა მდებარეობს ქალაქ ილამის ჩრდილო – აღმოსავლეთით სამი კილომეტრის მანძილზე, ყუჩალის ხეობის მიმართულებით და წარმოადგენს ამ ქალაქის ერთ – …

Read More »

ყალეყირანის მთა

ყალეყირანის მთა ქალაქ ილამის ცენტრიდან 5 კმ. მანძილზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2152 მეტრია. ყალეყირანის მთა ქალაქ ილამის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა; …

Read More »

ფალაჰათის სასახლე

ფალაჰათის სასახლე გვიანყაჯარული პერიოდის ძეგლია, აშენდა ამ მხარის გამგებლის, ყოლამრეზა ხანის ბრძანებით, ქალაქ ილიმის ბაღების ტერიტორიაზე, 810 კვ. მ. ფართობის …

Read More »

ვალის ციხე

ვალის ციხე ყაჯარული ეპოქის ძეგლია, აშენებულია ქალაქ ილამის მთებს შორის მოქცეულ დაბლობის ცენტრში, ჩეღამირაკის გორაკის წვერზე (ახლანდელი ქალაქ ილამის ფასდარანის …

Read More »

ციხე შიახი

ციხე და ისტორიული ქალაქი შიახი მდებარეობს ბორცვებზე,  ორ მდინარეს შორის ხეობაში, თახთე პირნის მთების ჩრდილო-დასავლეთ და თახთე ნილეს ჩრდილი-აღმოსავლეთ ფერდობებზე, …

Read More »

ღამურების მღვიმე

ღამურების გამოქვაბული მდებარეობს ქალაქ დეჰლორანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, მთა საჰის ფერდობებზე. მღვიმის მთავარი დერეფანი 255 მეტრი სიგრძის, 30 მეტრი სიგანის …

Read More »