დარეშაჰრი

ქალაქი დარეშაჰრი მდებარეობს ილამის ოსთანში, არის ამავე სახელწოდების შაჰრესთანის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის ისტორია ჯერ კიდევ  ქალკოლიტის ხანიდან იღებს სათავეს და  ურბანული დასახლების კვალს ავლენს. მდებარეობს ქაბირქუჰის მთიანეთის ძირში, ზაგროსის მთებში.  მდებარეობს მდინარე სეიმარეს სამხრეთ სანაპიროზე და ილამის პროვინციის გეოგრაფიული ტერიტორიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, აღმოსავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლურისტანი და ხუზისტანი,  ჩრდილოეთით, ჩრდილო-დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ილამის პროვინციის სხვა ქალაქები. 2016 წლის აღწერის თანახმად, ქალაქის მოსახლეობა 21 900 კაცს შეადგენს. ქალაქი მნიშვნელოვანი რეგიონული სოფლის მეურნეობის ცენტრია, მისი შემოგარენი მდიდარია ტყეებით.

Next Prev
Next Prev

Check Also

არღავნის ხეობა

არღავნის ხეობა მდებარეობს ქალაქ ილამის ჩრდილო – აღმოსავლეთით სამი კილომეტრის მანძილზე, ყუჩალის ხეობის მიმართულებით და …