ვალის ციხე

ვალის ციხე ყაჯარული ეპოქის ძეგლია, აშენებულია ქალაქ ილამის მთებს შორის მოქცეულ დაბლობის ცენტრში, ჩეღამირაკის გორაკის წვერზე (ახლანდელი ქალაქ ილამის ფასდარანის ქუჩა). ნაგებობის წყლით მომარაგება ხორციელდებოდა “ბიბის” წყაროს მეშვეობით, ძველებური მილების მეშვეობით წყალი შემოედინებოდა ციხის ცენტრალურ ეზოსკენ,  გროვდებოდა და ინახებოდა წყლის ავზში. ძეგლი, 1997 წლის 10 ივნისს, სარეგისტრაციო ნომრით 1798, რეგისტრირებული იქნა ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში. ვალის ციხე ქალაქ ილამის ერთ – ერთი ტურისტული ობიექტია, სადაც დღე განთავსებულია ილამის ანთროპოლოგიის მუზეუმი.

Next Prev
Next Prev

Check Also

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …