ფალაჰათის სასახლე

ფალაჰათის სასახლე გვიანყაჯარული პერიოდის ძეგლია, აშენდა ამ მხარის გამგებლის, ყოლამრეზა ხანის ბრძანებით, ქალაქ ილიმის ბაღების ტერიტორიაზე, 810 კვ. მ. ფართობის მიწაზე. შენობის საძირკვლის ფართობი 337 მ.-ია, სასახლეს აქვს ხუთი ოთახი, მართკუთხა ფორმის დიდი ვერანდა. ინტერიერს ქმნის ორი ოთახი ერთმანეთში გამავალი ოთახი, დიდი დარბაზული ოთახი შენობის  ცენტრალურ ნაწილში; ყველა ოთახი კარებით უკავშირდება ღია ვერანდას. ვერანდის ჭერი ეყრდნობა ორ ბოძს, რომელთა კაპიტელები ქუფურ სტილშია შესრულებული. 2010 წლიდან ფალაჰათის სასახლეში  ილამის სამეურნეო მუზეუმი ფუნქციონირებს. მუზეუმში ოთხი საგამოფენო სივრცეა. პირველ დარბაზში გამოფენილია  ალიქოშის გორაკის არქეოლოგიური განათხარი მასალა – ქვის, კვარცის, ობსიდიანის პატარა და დიდი ზომის იარაღები. მუზეუმის სხვა სივრცეებში ექსპონირებულია სხვა მრავალფეროვანი მასალა რაც უკავშირდება მიწის დამუშავების ტრადიციულ ხერხებს, სამედიცინო-სამკურნალო მცენარეების კულტივაციას და სხვა.

Next Prev
Next Prev

Check Also

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …