უძველესი ქალაქი სეიმარე

უძველესი ქალაქი სეიმარე, ასევე ცნობილი სახელით მადაქტუ, 200 ჰექტარი ფართობის არქეოლოგიური ძეგლია სამხრეთ-დასავლეთ ირანში, ილამის პროვინციაში.  ნანგრევები გვიან სასანიანთა ეპოქის (224–651 წწ.) ძველ ქალაქს მიეკუთვნება და, სავარაუდოდ, ელამელთა დედაქალაქ მადაქტუს ნაშთებზეა აშენებული. ისტორიული დოკუმენტები, აგრეთვე ბოლოდროინდელი აღმოჩენები მიუთითებს, რომ ქალაქში 5000-მდე სახლი იყო, ჰქონდა წყლის განაწილების სისტემა თიხის მილებით და მიწისქვეშა კანალიზაციით. 950 წელს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ქალაქი განადგურდა და მიტოვებულ იქნა. სეიმარის ხეობაში ჯერ კიდევ შემორჩენილია სასანიანთა პერიოდის ძეგლების უამრავი ნაშთი. გასული საუკუნის 90-იან წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილი მრავალფეროვანი არქეოლოგიური მასალა თავისი მნიშვნელობით უნიკალურია. 1961 წლიდან სეიმარე რეგისტრირებულია ირანის ეროვნული ძეგლების ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

არღავნის ხეობა

არღავნის ხეობა მდებარეობს ქალაქ ილამის ჩრდილო – აღმოსავლეთით სამი კილომეტრის მანძილზე, ყუჩალის ხეობის მიმართულებით და …