ღამურების მღვიმე

ღამურების გამოქვაბული მდებარეობს ქალაქ დეჰლორანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, მთა საჰის ფერდობებზე. მღვიმის მთავარი დერეფანი 255 მეტრი სიგრძის, 30 მეტრი სიგანის და 50 მეტრი სიმაღლისაა და იმის გამო, რომ ამ მღვიმეში დიდი რაოდენობით გრძელ კუდიანი და განიერ ფრთიანი ღამურა ბინადრობს, ღამურების მღვიმის სახელით გახდა ცნობილი. ღამურების მღვიმე არის ტროგლოდიტის ეპოქის ისტორიული გამოქვაბულების ნაწილი, აქ არის მრავალი სტალაქტიტი და სტალაგმიტი, აგრეთვე ფართო დერეფნები, რომელთა სიღრმე ზოგან 400 მეტრს აღწევს. ამ გამოქვაბულის იატაკი ათასწლეულების განმავლობაში დაფარული იყო ღამურების სკორეს სქელი ფენით, რომელსაც ფერმერები სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განაყოფიერებისთვის იყენებდნენ. ეს გამოქვაბული, სადაც 30 ათასზე მეტი ღამურა ცხოვრობს, შუა აღმოსავლეთში იშვიათ  7 ტიპის გამოქვაბულებს შორისაა. მღვიმეს უამრავი ეკოტურისტი სტუმრობს, როლებიც მზის ჩასვლისას მღვიმეში ღამურების დაჯგუფებას ადევნებს თვალს.

Next Prev
Next Prev

Check Also

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …