არღავნის ხეობა

არღავნის ხეობა მდებარეობს ქალაქ ილამის ჩრდილო – აღმოსავლეთით სამი კილომეტრის მანძილზე, ყუჩალის ხეობის მიმართულებით და წარმოადგენს ამ ქალაქის ერთ – ერთ რეკრეაციულ ზონას რომლის ფართობი დაახლოებით 170 ჰექტარია. ხეობაში დიდი რაოდენობით არღავანის ხე (იუდას ხე) იზრდება და სახელწოდებაც აქედან გამომდინარე დაერქვა. არღავანი ხე-ბუჩქოვანი ტიპის მცენარეა, აქ ძირითადად ხის სახით იზრდება, სიმაღლე ზოგჯერ 12 მეტრსაც კი აღწევს,  ფოთლები გულის ფორმისაა, ყვავილობს ადრეულ გაზაფხულზე. ეს იშვიათი ჯიშის მცენარე თითქმის  გადაშენების პირას მყოფი სახეობაა. გაზაფხულის დასაწყისში, ხეების ყვავილობისას, არღავნის ხეობა ულამაზესი სანახავია.  აპრილში, ფოთლის გამოტანამდე გამოაქვს მოვარდისფრო ყვავილი. უხვი ყვავილობის გამო, ძალზე ლამაზი სანახავია.

Next Prev
Next Prev

Check Also

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …