ციხე შიახი

ციხე და ისტორიული ქალაქი შიახი მდებარეობს ბორცვებზე,  ორ მდინარეს შორის ხეობაში, თახთე პირნის მთების ჩრდილო-დასავლეთ და თახთე ნილეს ჩრდილი-აღმოსავლეთ ფერდობებზე, ქალაქ დეჰლორონის სიახლოვეს ზარინაბადის ოლქში, სოფელ ბადრის მახლობლად. ქვისა და ცემენტის ხსნარით ნაგები ეს ციხე სასანიანთა ეპოქას ეკუთვნის. ციხის შემორჩენილი კედლები, რომელთა სიგრძე ათასი მეტრია, 7 – დან 10 მეტრამდე სიმაღლისა და 2 მეტრამდე სიგანისაა. შემოჩენილია ოთახების ნაშთები, რომლებიც სავარაუდოდ მეთაურებისა და მმართველების საცხოვრებლად გამოიყენებოდა. ციხის წყლით მოსამარაგებლად აშენებული იყო ქვის არხი, რომლის მეშვეობითაც ვალიეს ხეობიდან, ბუნებრივი ფერდობების გავლით, შემოედინებოდა წყალი. ჩრდილოეთ ნაწილში, საიდანაც ციხის შემოსასვლელი იყო,  საგუშაგო კოშკების ნაშთებია შემორჩენილი. ციხის შემოგარენში განცალკევებული ნაგებობების ნაშთებიც შეიმჩნევა.

Next Prev
Next Prev

Check Also

ზინეგანის გამოქვაგული

ზინეგანის ულამაზესი გამოქვაბული, ილამის ოსთანს სალეჰაბადის ოლქში, ქალაქ მეჰრანში.  ის ღია ტიპის გამოქვაბულებს მიეკუთვნება, რომლის …