ცნობილ ირანელი მეცნიერის, ლექსიკოგრაფის, ლიტერატურათმცოდნის, ტექსტოლოგის, სპარსული ენის ენციკლოპედიური ლექსიკონის ავტორის მოჰამედ მოინის (1918-1971) საფლავი, გილანის ოსთანში, ქალაქ ასთანე-აშრაფიეში მდებარეობს.
ანდერძის თანახმად, მოჰამედ მოინი საოჯახო მავზოლეუმში, მდინარე ჰეშმატის ნაპირზე დაიკრძალა. მავზოლეუმის შენობა, აგურისაა, მაღალი თაღებითა და კრამიტის სახურავით. მოჰამედ მოინის მავზოლეუმი და ბაღი გილანის ოსთანის ერთ-ერთი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.
[/tie_slideshow]