გულისტანის ოსთანი

ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად. ოსთანი (მხარე, პროვინცია) წარმოადგენს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს ირანში. ოსთანებად დაყოფა ირანში 1937 წელს შემოიღეს. ოსთანის სათავეში დგას ოსთანდარი (გუბერნატორი). თვითონ ოსთანი იყოფა რამდენიმე რაიონად — შაჰრესთანად. თითოეული ოსთანი იმართება პროვინციის ცენტრით, რომელიც, როგორც წესი, პროვინციის უდიდესი ქალაქია. ოსთანდარს (გუბერნატორს) ნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაც, თავის მხრივ, მინისტრთა კაბინეტი მიერ მტკიცდება.

1906-1950 წწ-ში ირანი იყოფა თორმეტ პროვინციად: არდალანი, აზერბაიჯანი, ბალუჩისტანი, ფარსი, გილანი, ერაყ-ე აჯამ, ხორასანი, ხუზესტანი, ქერმანი, ლარესთანი, ლორესთანი და მაზანდარანი.

1950 წელს, რეორგანიზაციიის შედეგად, მოხდა ათი ოსთანის ფორმირება ნუმერაციის მიხედვით პირველი, მეორე, მესამე და ა.შ., დაქვემდებარებული გუბერნიებით: გილანი, მაზანდარანი, აღმოსავლეთი აზერბაიჯანი, დასავლეთი აზერბაიჯანი, ქერმანშაჰი, ხუზესთანი, ფარსი, ქერმანი, ხორასანი და ისპაჰანი.1960-დან 1981-მდე გუბერნიებს სათითაოდ მიენიჭა ოსთანის სტატუსი. მას შემდეგ რამდენიმე ახალი პროვინციაც შეიქმნა. ყველაზე ბოლოს, 2010 წელს, თეირანის ოსთანი გაიყო და მას ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოეყო და ცალკე ოსთანად ჩამოყალიბდა ალბორზის პროვნცია; მანამდე,  2004 წელს, ხორასანის ოსთანი  დაიყო სამ ახალ ოსთანად – ხორასან რაზავის, სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსთანებად.

დღეს ირანი დაყოფილია ოცდათერთმეტ ოსთანად, ესენია: არდებილის, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის, ბუშეჰრის, გილანის, გულისტანის, დასავლეთ აზერბაიჯანის, ზენჯანის, თეირანის, ალბორზის, იაზდის, ილამის, ისპაჰანის, ლურისტანის, მაზანდარანის, მარქაზის, სამხრეთ ხორასანის, ჩრდილოეთ ხორასანის, ხორასანე რაზავის, სემნანის, სასტან-ბელუჯისტანი, ფარსის, ქერმანის, ქერმანშაჰის, ქოჰგილუიე და ბუიურაჰმადი, ქურთისტანის, ყაზვინის, ჩაჰარმაჰალი და ბახტიარი, ხუზისტანის, ჰამადანის და ჰორმოზგანის ოსთანები.

გულისტანის ოსთანი                                                             

გულისტანის ოსთანი, ირანის 31 ოსთანიდან ერთ-ერთი, მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრება თურქმენეთს და  ირანის სამ ოსთანს: მაზანდარანს, სემნანს და ჩრდილოეთ ხორასანს. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი გორგანი. გულისტანის ოსთანის მოსახლეობა შეადგენს 1 868 819 ადამიანს. იყოფა 14 შაჰრესთანად: აზიდშაჰრი, აყ-ყალა, გორგანი, გონბადე ქავუსი, ბანდარ თორქმანი, გომიშ თაფე, რამიანი, ქორდქუი, ბანდარ გაზი, ალიაბადე ქათული, გალიქაში, ქალალე, მორავე თაფე და მინუდაშთი.

გულისტანის პროვინცია მდიდარია კულტურულ-ისტორიული თუ ბუნებრივი ღირშესანიშნაობებით. ქალაქ გომბადე ქავუსში მდებარეობს ზიარიდის ეპოქის კოშკი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.  კოშკი აშენებულია XI საუკუნის დასაწყისში, გორგანის ზიარიდი ამირას  შამს ოლ-მაალი ქაბუს ენბ ვუშმაგირის ბრძანებით და მდებარეობს ისტორიული ქალაქი გორგანის ჩრდილოეთით 3 კმ-ზე. კოშკი ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც XIV-XV სს. ქალაქში მონღოლთა შემოჭრას გადაურჩა. კოშკი მდებარეობს ქალაქ გომბედე ქავუსის ცენტრალურ პარკში და შუა აზიის მომთაბარე ტომებსა და ირანის ძველ ცივილიზაციას შორის კულტურული გაცვლის ნათელ მაგალითს წარმოაგენს. ბუნებრივი ღირშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია  გულისტანის ეროვნული პარკი, ალმა-გოლის ტბის გარშემო გადამფრენი ფრინველების ნაკრძალი, ჩანჩქერები შირაბადი ქალაქ ხანბებინის მახლობლად და ქაბუდვალი ქალაქ ალიაბადთან, აშურ-ადას კუნძული კასპიის ზღვაში, ქალაქ ბანდარ თოქმანთან.

სოფელი ზიარათი

სოფელი ზიარათი გულისტანის ოსთანში, გორგანის ცენტრალური ოლქის, სამხრეთ ასტარაბადის რაიონის ერთ-ერთი სოფელია. 2006 წლის აღწერის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა იყო 2280 …

Read More »

გონბადე ქავუსის კოშკი

გონბადე ქავუსის კოშკი ასენებულია 1006 წელს  გორგანის ზიარიდი ამირას  შამს ოლ-მაალი ქაბუს ენბ ვუშმაგირის ბრძანებით. მდებარეობს ისტორიული ქალაქი გორგანის ჩრდილოეთით …

Read More »

გოლე რამიანის წყარო

ქალაქი რამიანი გულისტანის ოსთანის, რამიანის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ, ქალაქ რამიანიდან არც ისე შორ მანძილზე, სამხრეთით დაახლოებით 5 …

Read More »

ნაჰარხორანის ტყეპარკი

ნაჰარ ხორანი ტყეპარკი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ გორგანის სამხრეთით 4 კილომეტრი მანძილის მოშორებით და მხარის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია. …

Read More »

გორგანის დიდი კედელი

გორგანის დიდი კედელი სასანური ეპოქის თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქ გორგანთან ახლოს, გულისტანის ოსთანში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანში, კასპიის ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ …

Read More »

გორგანის საკრებულო მეჩეთი

გორგანის საკრებულო მეჩეთი, ქალაქ გორგანის ერთ-ერთი ისტორიული ძეგლი და ღირსშესანიშნაობაა. მეჩეთი მდებარეობს გორგანის ნალბანდების მთავარი ბაზრის გვერდით. აგებულია სელჩუკთა ეპოქაში. …

Read More »

იმამზადე იაჰია ბენ ზაიდის მავზოლეუმი

იმამზადე იაჰია ბენ ზაიდის მავზოლეუმი მდებარეობს ქალაქ გონბადე ქავუსში, გულისტანის  ოსთანში. ტაძარი მონღოლთა ბატონობის პერიოდით არის დათარიღებული, არაერთხელ განახლდა სეფიანთა …

Read More »

კასპიის ზღვა

კასპიის ზღვა მსოფლიოს უდიდესი გაუდინარი წყალსატევია, რომელიც კლასიფიცირდება როგორც მსოფლიოს უდიდესი ტბა ან სრულად განვითარებული ზღვა. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის …

Read More »

ალაგოლის წყალსატევი

ალაგოლის წყალსატევი მდებარეობს გონბედე ქავუსის შაჰრესტანში, ქალაქ ინჩებორუნთან, თურქმენეთის მლაშობ დაბლობზე; წყალსატევის ფართობი 25 კვ. კმ. და მაქსიმალური სიღრმე 2,5 …

Read More »

სოფელი ხოშ ეილაყი

ხოშ ეილაყი სოფელია გულისტანის ოსთანში,  აზადშჰარის შაჰრესთანში, ჩეშმესარანის სასოფლო თემში. 2016 წლის აღწერის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა 362 ადამიანია, სულ 92 …

Read More »