გონბადე ქავუსის კოშკი

გონბადე ქავუსის კოშკი ასენებულია 1006 წელს  გორგანის ზიარიდი ამირას  შამს ოლ-მაალი ქაბუს ენბ ვუშმაგირის ბრძანებით. მდებარეობს ისტორიული ქალაქი გორგანის ჩრდილოეთით 3 კმ-ზე, რომელიც ერთ დროს ზიარიდების დედაქალაქი იყო. კოშკი ერთადერთი ნაგებობაა, რომელიც XIV-XV საუკუნეებში ქალაქში მონღოლთა შემოჭრას გადაურჩა. დღეს კოშკი მდებარეობს თანამედროვე ქალაქ გომბედე ქავუსის ცენტრალურ პარკში, გულისტანის ოსთანში და შუა აზიის მომთაბარე ტომებსა და ირანის ძველ ცივილიზაციას შორის კულტურული გაცვლის ნათელი მაგალითს წარმოაგენს.

გონბადე ქავუსი ისლამური არქიტექტურის გამორჩეული და ტექნოლოგიურად ინოვაციური ძეგლია, რომელმაც გავლენა მოახდინა საკრალური დანიშნულების შენობებზე ირანში, ანატოლიასა და შუა აზიაში. კოშკი აშენებულია გამომწვარი აგურისგან. მისი სიმაღლე 72 მეტრია (მაღალი პლატფორმის ჩათვლით) და 15 მეტრის სიმაღლის ხელოვნურ ბორცვზე დგას. ფორმის მიხედვით, კოშკი არის უზარმაზარი დეკაგონალური ნაგებობა, კონუსური სახურავით, რომელიც ქმნის ოქროს შეფარდებას (1.618-ს). კოშკი, რომლის დიამეტრი 17 მეტრია (ქვემოთ), სიმაღლეში ვიწროვდება და შეადგენს 15,5 მეტრს. მისი შიდა დიამეტრი 10 მეტრია; აღმოსავლეთიდან აქვს ერთი შესასვლელი და სამი მეტრის სისქის 10 კედელი. ინტერიერის დეკორაცია შეიცავს მუყარნასის დეკორატიული სტილის ერთ-ერთ ადრეულ მაგალითს. კოშკს, ქვედა ნაწილში, არაბულ ენაზე, კუფური დამწერლობით შესრულებული წარწერა ამშვენებს.

2012 წელს, გონბადე ქავუსის კოშკი, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენი ობიექტის კრიტერიუმების  პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების თანახმად (უნდა წარმოადგენდეს ადამინიას შემოქმედებითი გენიის ნიმუშს; ​უნდა იყოს ტრადიციული საცხოვრისის ან მიწათმოქმედების გამორჩეული მაგალითი, რომელიც წარმოადგენს რომელიმე კულტურას( კულტურებს), განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს კულტურა საფრთხის წინაშეა შეუქცევადი ცვლილებების გამო;  უნდა იყოს უშუალოდ ან თვალსაჩინოდ დაკავშირებული განსაკუთრებული ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის მქონე მოვლენებთან, ყოფით ტრადიციებთან, იდეებთან, რწმენასთან, მხატვრულ და ლიტერატურულ ნაწარმოებებთან.), შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში.

Next Prev
Next Prev

Check Also

სოლთანიეს მეჩეთი

სოლთანიეს მეჩეთი, ოლჯაითუ-ხოდაბანდეს მავზოლეუმი, XIV საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ქალაქი ზენჯანში, ირანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზენჯანის ოსთანში მდებარეობს. …