კასპიის ზღვა

კასპიის ზღვა მსოფლიოს უდიდესი გაუდინარი წყალსატევია, რომელიც კლასიფიცირდება როგორც მსოფლიოს უდიდესი ტბა ან სრულად განვითარებული ზღვა. გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ თითქმის 1200 კილომეტრზე, საშუალო სიგანე 320 კილომეტრი, ხოლო მაქსიმალური 435 კილომეტრი. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7 ათასი კილომეტრი. ზედაპირის ფართობია 371,000 კმ². წყლის მოცულობა 78,200 კმ³. წყლის დონე რყევას ექვემდებარება. წყლის დონე დაახლოებით 27 მეტრით დაბლაა მსოფლიო ოკეანის დონესთან შედარებით. მაქსიმალური სიღრმეა 1025 მეტრი, საშუალო სიღრმე 211 მეტრი. ზღვაში სულ 50-მდე პატარა კუნძულია, რომელთა ჯამური ფართობია დაახლოებით 350 კმ². ზღვის წყალი მარილიანია.
კასპიის ზღვას ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ყაზახეთი, ჩრდილო-დასავლეთით რუსეთი, დასავლეთით აზერბაიჯანი, სამხრეთით ირანი, სამხრეთ-აღმოსავლეთით თურქმენეთი. კასპიის ზღვა გაწოლილია კავკასიონის აღმოსავლეთითა და ცენტრალური აზიის ვეებერთელა ველის დასავლეთით. კასპიის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე ვრცელდება კასპიისპირა დაბლობი, რომელიც მოიცავს მდინარეების ვოლგის, თერგის, სულაკის დელტებს, ურალისა და ემბის ქვემოთს.
კასპიის ზღვას ამჟამად მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია, ხოლო მდინარეები მისგან არ გამოედინებიან. კასპიის ზღვა არის უდიდესი გაუდინარი ტბა დედამიწაზე. სიდიდის გამო მას ზღვას უწოდებენ. სიდიდესავე გამო ბევრი პროცესი მასში ზღვის მსგავსად მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ კასპიის ზღვა სიდიდითა და გეოლოგიური ისტორიით სწორედ, რომ ზღვაა და არა ტბა. უმოკლესი მანძილი შავ ზღვამდე 500 კილომეტრს შეადგენს.
კასპიის ზღვაში მეტწილად გაბატონებულია მდინარეული ჩამონადენითა და ქარის ზემოქმედებით განპირობებული წყლის ციკლონური ცირკულაცია. კასპიის ზღვის მცენარეულობა და ცხოველთა სამყარო სახეობებით ღარიბია. უძველესი დროიდან ზღვა განთქმული იყო როგორც ძვირფასი სახის თევზების მოპოვების რაიონი. არის ნავთობისა და ბუნებრივი აირის საბადოები.

Next Prev
Next Prev

Check Also

ნაჰარხორანის ტყეპარკი

ნაჰარ ხორანი ტყეპარკი მდებარეობს გულისტანის ოსთანში, ქალაქ გორგანის სამხრეთით 4 კილომეტრი მანძილის მოშორებით და მხარის …