გოლე რამიანის წყარო

ქალაქი რამიანი გულისტანის ოსთანის, რამიანის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ, ქალაქ რამიანიდან არც ისე შორ მანძილზე, სამხრეთით დაახლოებით 5 კმ. მოშორებით, მთის ძირას, ირანის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ბუნებრივი ძეგლი – გოლე რამიანის წყაროა, რომელიც განუზომელი რაოდენობით ტურისტებსა და მოგზაურებს იზიდავს.

ეს არის კირქვული წარმოშობის წყარო, რომლის სიგრძეა 90 მეტრი, სიგანე კი 80 მეტრია. წყაროს ერთ მხარიდან სასოფლო-სამეურნეო მიწები, ხოლო დანარჩენი სამი მხრიდან ტყის მასივები აკრავს. გოლე რამიანის წყაროს, დიდი სიღრმის გამო მუქი მწვანე შეფერილობა აქვს და მისი ფართობი 720 კვადრატულ მეტრს შეადგენს. გოლე რამიანის წყარო შთამბეჭდავი ბუნების ძეგლია, რომელიც მნახველზე განუმეორებელ შთაბეჭდილებას ახდენს.

Next Prev
Next Prev

Check Also

გორგანის დიდი კედელი

გორგანის დიდი კედელი სასანური ეპოქის თავდაცვითი სისტემაა, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ქალაქ გორგანთან ახლოს, გულისტანის ოსთანში, …